ფოკუსს მიღმა - 20.05.2020

  • 20-05-2020, 23:06
  • ფოკუსს მიღმა - 20.05.2020

    წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

    ჟუნიორ ფირპო

    "ინტერში", ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ გადაბარგების იდეა ჟუნიორ ფირპოს უფრო ხიბლავს, ვიდრე ნესლონ სემედუს. [Mundo Deportivo]

    არტურო ვიდალი

    ცოტა ხნის წინ "იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც არტურო ვიდალზეც ისაუბრა და მის ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულებას ხაზი გაუსვა. ახლა კი, ჩილელის ყოფილი თანაგუნდელი, მარსელო ესტიგარიბია აცხადებს: "არტურო ალკოჰოლზე დამოკიდებული არაა. "იუვეში" მასთან ერთად გატარებული პერიოდი კარგად მახსოვს - როცა ჩვენ გარეთ გავდიოდით, ყოველთვის კარგად ვიქცეოდით. ვიდალი სასმელს არ იყენებს. ამ განცხადებით, კიელინიმ გამაკვირვა". [TuttoJuve]

    "იუვენტუსს" არტურო ვიდალის, მირალემ პიანიჩში გაცვლა არ სურს. [Calciomercato]

    მირალემ პიანიჩი

    "ბარსელონას" სამიზნეს, მირალემ პიანიჩს "პარი სენ-ჟერმენი" დაუკავშირდა და მისი გადაბირება სცადა. [Sport]

    ლაუტარო მარტინესი

    ბოლო პერიოდში ლაუტარო მარტინესსა და "ბარსელონას" შორის შეთანხმებებზე ბევრი ჭორი გავრცელდა. იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი ფეხბურთელი "ინტერს" დატოვებს და "ბლაუგრანას" შეუერთება, იტალიელები მის შემცვლელად ედინსონ კავანის გაიფორმებენ. [ Mundo Deportivo]

    იანი სალიბუ

    "მალიორკას" ფრანგი გარემარბი, იანი სალიბუ აცხადებს: "ბარსელონასთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობთ, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება ბევრი ვივარჯიშოთ. შესანიშნავ გუნდს ვხვდებით და მნიშვნელოვანი მატჩისათვის მზად უნდა ვიყოთ". [Mundo Deportivo]

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge