სამუელ ეტო'ო: რონალდო საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია
"ბარსელონას" ლეგენდა სამუელ ეტო'ო ბრაზილიელ რონალდოს ისტორიაში საუკეთესო ცენტრალურ შემტევად მიიჩნევს.
"საუკეთესო რონალდო, "ფენომენო", იყო. მას დიდ პატივს ვცემ. შემდეგ მოდის ბევრი თავდასმხელი, რომლებიც რონალდოს უკან იმყოფებიან. მათ შორის ჩემ თავსაც ჩავთვლიდი", - ციტირებს ეტო'ოს სიტყვებს AS.
რონალდო "ბარსელონაში" 1996/97 წლების სეზონში ირიცხებოდა. ბრაზილიელმა 49 მატჩში 47 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ეტო'ოს, ის "ბლაუგრანაში" 2004-2009 წლებში თამაშობდა. კამერუნელის ანგარიშზე 199 შეხვედრაში 130 ბურთია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]