ფოკუსს მიღმა - 16.05.2020
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.
ლაუტარო მარტინესი
"ინტერმა" "ბარსას" მთავარი სამიზნის, ლაუტარო მარტინესის შემცვლელის ძებნა დაიწყო. "ნერაძური" არგენტინელის შემცვლელად დრის მერტენსს მოიაზრებს. მილანალები ასევე ტიმო ვერნერს აკვირდებიან, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელს პრემიერ ლიგაში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. [Mundo Deportivo]
"ბარსელონა", ლაუტარო მარტინესსის ვერშეძენის შემთხვევაში, გეგმა B-დ ტიმო ვერნერის კანდიდატურას განიხილავს, თუმცა, გერმანელს მხოლოდ "ლივერპულში" გადაბარგება, ან "ლაიპციგში" დარჩენა სურს. შესაბამისად, კატალონიელებს სხვა ალტერნატივის ძებნა მოუწევთ. [The Athletic]
ასისატ ოშოალა
"ბარსელონას" ქალთა გუნდის ნიგერიელი ფეხბურთელი, ასისატ ოშოალა (30 წლამდე) აფრიკის 10 ყველაზე გავლენიან და ძლიერ ქალს შორის დასახელდა. ასევე, მან აფრიკის წლის მოთამაშის პრიზი 4-ჯერ მოიგო. [Mundo Deportivo]
მონჩუ
"ბრაიტონი" და "ბორნმუთი" "ბარსელონა ბ-ს" ნახევარმცველით, მონჩუთი სერიოზულად ინტერესდებიან. 20 წლის ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ უახლოეს თვეებში "ბარსას" მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ნდობას მოიპოვებს. [Mundo Deportivo]
სერჟინიო დესტი
"აიაქსის" მარჯვენა მცველის, სერჟინიო დესტის "ბარსელონაში" ტრანსფერი ნელსონ სემედუს მომავალზეა დამოკიდებული. თუ პორტუგალიელი კლუბს დატოვებს, კატალონიელები 19 წლის ფეხბურთელს შეიძენენ. [Mundo Deportivo]
ვარჯიში
"ჯერჯერობით, უცნობია, როგორ ივარჯიშებს "ბარსელონა" ორშაბათს. გუნდმა, შესაძლოა, მცირე ჯგუფებად მუშაობა დაიწყოს. ამ დროისთვის, "ბლაუგრანა" ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ესპანეთის ხელისუფლებისგან პასუხს ელოდება [Sport]
კარლეს ალენია
"რეალ ბეტისი" "ბარსელონას" ნახევარმცველის, კარლეს ალენიას იჯარის ვადის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავად ფეხბურთელი მზადაა, ანდალუსიურ კლუბში დარჩეს, თუ "კამპ ნოუზე" თამაშის შესაძლებლობა არ ექნება. თუმცა, კიკე სეტიენი მის დაბრუნებას განიხილავს. [AS]
კორონავირუსი
"ბარსელონამ" კორონავირუსის პანდემიის გამო, 2019/20 სეზონის შემოსავლიდან 154 მილიონი ევრო დაკარგა. [La Vanguardia]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]