ალვეში: ”კონტრაქტის გახანგრძლივების მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”

ალვეში: ”კონტრაქტის გახანგრძლივების მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”

კატალონიის ”ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი, დანიელ ალვესი ოპტიმისტურადაა განწყობილი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ”ბარსას” ბრაზილიელი მცველი კლუბის პრეზიდენტს, სანდრო როსელის შეხვდა. მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს და თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლო ვარიანტები განიხილეს. როსელი არ აპირებს დააკმაყოფილოს ფეხბურთელის ყველა მოთხოვნა, თუმცა ის შეეცდება ორივე მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს.

მე და კლუბის ხელმძღვანელობა ვცდილობთ, მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება. იმედი მაქვს, რომ საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდება”  - განაცხადა კატალონიის ”ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების მცველმა, დანიელ ალვესმა.

შეგახსენებთ, რომ ალვეშის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დიდი ხანია წარმოებს. ვითარებას ართულებს ფეხბურთელის მოთხოვნა ხელფასის გაზრდის თაობაზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.