მენტალური მონსტრები

  • 14-05-2020, 13:04
  • მენტალური მონსტრები

    მესისა და რონალდოს შედარება პანდემიის დროსაც კი არ წყდება და მეც გადავწყვიტე, ეს ორი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ შევადარო.

    სხვადასხვა პერიოდში, სულ სხვადასხვაგვარად ჩანდა მათი დაპირისპირება, ახლა უკვე კარიერის ბოლოში არიან (თუმცა, ვერავინ იტყვის, ამ დღესასწაულს ბოლო როდის ექნება) და შესაბამისად, უფრო მეტის თქმის საშუალება გვაქვს, მაგრამ თავშივე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი შედარება არც კარიერის დასრულების შემდეგ შეწყდება და იქამდე გაგრძელდება, სანამ ფეხბურთი იარსებებს.

    ხშირად მოისმენთ, რომ ჩვენს დროში ვარსკვლავების სიმწირეა, მხოლოდ მესი და რონალდუ ბრწყინავენ, დანარჩენები კი უბრალოდ, მაჩანჩალები არიან. ამ ეპოქის დასაწყისში ასე არ ყოფილა. მაგალითისთვის, დღეს მხოლოდ მბაპე გვყავს ისეთი დონის, რომელზეც ხალხი ამბობს, რომ მომავალი მესია, ცოტა ხნის წინ ჰალანდიც ხმაურიანად გამოჩნდა, თუმცა, ნუ ვიჩქარებთ, მას კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ეპოქის დასაწყისში კი ასახელებდნენ ხუთ ფეხბურთელს, რომლებსაც საუკეთესოს ტიტულისთვის უნდა ებრძოლათ.

    • ლიონელ მესი - მისგან ყველაფერს ელოდნენ, ზედიზედ სამჯერ მოიგო, FIFA-ს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი "ოქროს ბურთი" და მეოთხედ მხოლოდ იმიტომ არ მისცეს, რომ უკვე France Football-ის ნომინანტთა სიაში აღმოჩნდა. კაკასა და რონალდუსთან ერთად.
      ასეთი ხარისხის ფეხბურთი, ასეთ ნაადრევ ეტაპზე, მხოლოდ ფეხბურთის ღმერთებს უთამაშიათ: პელეს, მარადონასა და "ფენომენოს". ამათგან კარიერის ბოლომდე სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ პელემ შეძლო. რონალდო ტრავმებმა გააფუჭეს, მარადონა კი.. დიეგო სულ სხვა ამბავია.
      ახლა კი ფეხბურთის აღიარებულ მეფეს, ლიონელ მესიც შეემატა და კარიერის ბოლოს ვნახავთ, ვინ იდგება უფრო მაღლა.
      მესისგან ელოდნენ, რომ იქნებოდა საუკეთესო, მაგრამ არავინ ელოდა ესპანეთის ერთ ჩემპიონატში გატანილ 50 გოლს.
      არავინ ელოდა ექვს (ჯერჯერობით) "ოქროს ბურთს". ძალიან რთული იყო მოლოდინისთვის გადაეჭარბებინა, რადგან მოლოდინი ძალიან დიდი იყო, მაგრამ მესიმ ეს მოახერხა.
    • უეინ რუნი - არ გეჩვენებათ, მასაც უწინასწარმეტყველებდნენ, რომ პელეს მემკვიდრე იქნებოდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრემიერ ლიგაში სულ რაღაც 16! წლის ასაკში გამოჩნდა და ლეგენდარულ "არსენალს" ულამაზესი გოლი გაუტანა. რეალურად, რუნის მხოლოდ ერთი სეზონი ჰქონდა ისეთი, რომელსაც მესის ყველაზე ცუდ სეზონს შევადარებდით. გოლებიც მრავლად შეყარა, ლიდერად ჩამოყალიბდა, მაგრამ იმ დიდებულ სეზონშიც ტრავმა მიიღო და ნაადრევად დაასრულა. საბოლოო ჯამში, უეინმა თავი კი შეგვაყვარა, მაგრამ იმის ნახევარიც ვერ ითამაშა, რასაც მისგან ელოდნენ. აბა, სად პელე და სად.. "შრეკი"?!
    • არიენ რობენი - ის ყველაზე ასაკოვანი იყო ეპოქის დასაწყისში, მაგრამ მაინც ამ ლეგენდების თაობას მიაწერენ. უნდა ითქვას, რომ ჰქონდა სეზონები, სადაც მესისა და რონალდუს შემდეგ, ალალად მიანიჭებდი მესამე ადგილს. განსაკუთრებით "ბაიერნში" თამაშის გამო. "ჩელსიში" თამაშის დროს 18 წლის მესიმ, საშინელ დღეში ჩააგდო. ამასთანავე, მუდმივად ქრონიკული ტრავმები სტანჯავდა და გადამწყვეტ მომენტებშიც ვერ იყო ისეთი მხეცი, როგორებიც მთავარი ლეგენდები არიან. საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიენმა ის ითამაშა, რასაც მისგან ველოდით, არც იმედგაცრუება ყოფილა და ვერც იმას ვიტყვით, რომ მოლოდინს გადააჭარბა.
    • რობინიო - გახსენებადაც არ ღირს.. ყველაზე დიდი იმედგაცრუება. დღეს ძალიან სასაცილოდ მოსჩანს, რომ ოდესღაც მესისა და რონალდუს დონეზე აყენებდნენ.
    • რონალდუ - თავიდანვე გამორჩეული იყო, არა ისეთი როგორიც მესი, მაგრამ ჩანდა, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა. ფერგიუსონის ხელში უსწრაფესად გაიზარდა და როცა ვფიქრობდით, რომ მისი მაქსიმუმი "მანჩესტერის" ისეთივე ლეგენდობა იქნებოდა, როგორიც ჯორჯ ბესტი და ერიკ კანტონა იყვნენ, ან სქოულზი და გიგზი, რონალდუმ ბიბლიური იაკობივით, ან გნებავთ ელინური დიომედესივით, ღმერთთან ბრძოლა დაიწყო.

    როცა მესიმ მეოთხე "ოქროს ბურთი" მოიგო, რონალდუ ყველამ ჩამოწერა. მაშინ იწერებოდა, რომ ის მხოლოდ მესის საზომად გამოგვადგებოდა. იმასაც წერდნენ, რომ მეორე კი არა მესამე ფეხბურთელ იყო, რობენიც სჯობს და რადამელ ფალკაოცო (ფალკაოც კი აკადრეს). ეს ზეწოლა, ალბათ, ყველა ფეხბურთელს გატეხავდა, მაგრამ კრიშტიანუ ძალიან ძლიერი მენტალობის ადამიანი აღმოჩნდა. ჯერ ბრაზილიელი რონალდოს ჩრდილიდან გამოვიდა, რომელიც "ბერნაბეუზე" იყო ჩაბუდებული და მესისთან კონკურენციაში, ისეთ დონეს მიაღწია, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

    მისი კარიერის დასაწყისში, ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

    ასე მივიღეთ ორი მონსტრი.

    ვინ სად, როგორ და რანაირად ითამაშა, ამას აღარ მოვყვები. თავადაც მშვენივრად გახსოვთ. ამ შედარებისას, უბრალოდ ფსიქოლოგიურ ფაქტორს გავუსვამ ხაზს. როცა ვცდილობდი, ამ ორი მონსტრის ფსიქოლოგიური პორტრეტი შემედგინა, აღმოჩნდა, რომ საქმე რაღაც ანომალიასთან გვაქვს.

    რონალდუს დახასიათებისას, ყველაზე ხშირად მოისმენთ, რომ ის გამორჩეული პროფესიონალია და ეს ნამდვილად ასეა. რა არის პროფესიონალიზმი? პირველ რიგში, საკუთარი საქმისადმი თავგანწირვა. პროფესია ყოველთვის მოითხოვს დიდ დროს, შენი პირადი ცხოვრებიდან. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რონალდუმ ეს მსხვერპლი გაიღო.

    რატომ აქებენ ამ მხრივ რონალდუს იმაზე მეტად, ვიდრე მესის? ჩვენ ხომ ვიცით, რომ მესიც დიდი პროფესიონალი და თავდაუზოგავად მშრომელი ფეხბურთელია? საქმე მათ ხასიათშია. თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ რონალდუმ გაცილებით დიდი მსხვერპლი გაიღო, რადგან მესის არ ჰქონდა დასათმობი ის, რაც რონალდუმ დათმო.

    "მანჩესტერში" თამაშის დროს, რონალდუ, ღამის კლუბების ხშირი სტუმარი იყო. უყვარდა ღამის საათებში "ფერარით" გრიალი, ერთ-ერთი ასეთი გასეირნებისას, მანქანა ისე დალეწა, რომ ყველას მკვდარი ეგონა. შუა სეზონში მაიორკაზე გადაფრინდა, იქიდან დაბრუნებული კი პატრის ევრაზე შავი იყო, ისეთი რუჯი ჰქონდა, სამედიცინო პერსონალმა "დამწვრობა" ჩაუწერა ანკეტაში, მაგრამ მაინც დააჯერა ფერგიუსონი, რომ სათამაშოდ მზად იყო.

    აი, ასეთი იყო რონალდუ "მანჩესტერში". და რა მოხდა მას მერე, რაც მესისთან კონკურენცია დაიწყო? ეს ყველაფერი გაქრა! ყველაფერზე უარი თქვა, აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის ქალების პანტა-პუნტით ცვლაზე. საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა გააბა ჯერ ირინასთან, ახლა კი მეოჯახე კაცია.

    მან საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მთელი თავის პირადი ცხოვრება, რაზეც მანამდე იყო ორიენტირებული, უბრალოდ აიღო და კარიერას შესწირა. კონკრეტულად კი, მესისთან კონკურენციას.

    მესის ამ ყველაფერზე არ დაჭირვებია უარის თქმა, იმიტომ, რომ თავიდანვე მეოჯახე იყო. მხოლოდ ერთხელ დათვრა "ტრიპლეტის" მოგების მერე და ისეთ დღეში ჩავარდა, ძლივს მიაგნებინეს სახლამდე.

    რადგან რონალდუს მსხვერპლი უფრო დიდია, რადგან მისი ტრანსფორმაცია ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს, სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ სპორტის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალია.

    მაგრამ!

    მე მგონია, რომ ის გაცდა პროფესიონალიზმის ფარგლებს. პროფესონალი შეიძლება ვუწოდო ხავიერ ძანეტის, ან რაიან გიგზს, აი რონალდუ უბარლოდ შეპყრობილია. ალბათ ეს არის ის სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება.

    მცირე დაკვირვების მერეც კი ჩანს, რომ პერფექციონისტია. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ ფსიქოლოგიური გადახრები და არც რონალდუ იქნება გამონაკლისი. ის, ისეთივე პერფექციონისტია, როგორიც იუკიუ მიშიმა იყო, გამორჩეული იაპონელი მწერალი, რომელსაც ყველგან და ყველა სფეროში სურდა, რომ წარმატებისთვის მიეღწია. ეჭიდებოდა ისეთ ტალანტებს, როგორებიც აკუტაგავა და კავაბატა იყვნენ და უნდა ითქვას, რომ დაიმკვიდრა კიდეც, გამორჩეული ადგილი, იაპონურ ლიტერატურაში.

    ამით როგორ დაკმაყოფილდებოდა? მსახიობობაც დაიწყო, იდეალურად შეასრულა როლები. სხეულს კი იმხელა ყურადღება დაუთმო, რამხელასაც ტიბეტელები უთმობენ სულს. ფაქტობრივად, კულტურისტი გახდა. ისე პოზირებდა თავის კუნთებით, როგორც რონალდუ გამოისახება ხოლმე გატანილი გოლის შემდეგ.

    და როგორ დაასრულა სიცოცხლე? ჰარაკირით! თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, როცა სამხედროებმა, მისი მოწოდება აჯანყებისკენ სერიოზულად ვერ მიიღეს და მუცელი გაიფატრა. ერთი სიტყვით, ვერ იყო დალაგებული, მაგრამ უდიდესი სახელია.

    ასეა რონალდუც. სწორედ მისი მსგავსი და მისი მასშტაბის პერფექციონისტია.

     

    ანომალიასთან გვაქვს საქმე, მესისთან დაკავშირებითაც. ყველას ახსოვს მისი გოლის აღნიშვნა "ბერნაბეუზე". არა იმ გოლს არ ვგულისხმობ, მაისური რომ გამოფინა. აი მანამდე, მაისურის შიგნით რომ ეწერა - "Syndrome X”. მესიმ მხარდაჭერა გამოხატა აუტიზმით დაავადებული ბავშვების მიმართ, რომელთანაც მოუწია ურთიერთობა. როგორც იცით ფეხბურთელები ხშირად სტუმრობენ ხოლმე საავადმყოფოებს. მაშინ დაიწერა, რომ თავად მესიც უჩიოდა მსგავსი სახის პრობლემას, ისევე როგორც ჰორმონალურ პრობლემებს, რომელიც სიმაღლეში ზრდის საშუალებას არ აძლევდა.

    არ ვიცი, რას უჩიოდა და რას არა, მაგრამ ამ კაცს, ყველაფერი რიგზე ვერ აქვს და მემგონი, რომ არც არასდროს ჰქონია.

    მოედანზე მხოლოდ ორი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არსებობს - ან კრავი ხარ, ან მგელი. მოედნის გარეთ ვინც გინდა იყავი, მაგრამ გაზონზე ფეხის დადგმისას, ყველაფერი იცვლება. გამორჩეულ სკოლებში, განსაკუთრებით კი იტალიურ სკოლებში, მცველებს ყოველთვის ასწავლიან, რომ მეტოქე შენ სუნთქვასაც კი უნდა გრძნობდეს. ფეხის მირტყმა მას მერე, რაც ბურთს გასცემს, ჩვეულებრივი ამბავია, ასე წყობიდან გამოყავთ მეტოქე და კონტროლს აკარგვინებენ. სიხისტეს კი შიში მოაქვს. ამაზე რონალდინიო და იაპ სტამი მახსენდება. მას შემდეგ რაც რონალდინიომ "სან სიროზე" შოუ დადგა, მიხვდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებული იყო საჭირო და განმეორებითი შეხვედრისას, ფლანგზე, იაპ სტამი დაუყენეს. პირველი ფიქრი ყველას ერთი ჰქონდა - რონალდინიო გადაუვლის! მაგრამ მალევე გახდა ცნობილი, რატომ მიიღო ანჩელოტიმ ეს გადაწყვეტილება და რა დავალება მისცა ჰოლანდიელს. ერთ მომენტში, გაშლლი ფეხით, ისე წავიდა რონალდინიოსკენ, რომ კინაღამ მოედანზევე მიასიკვდილა. რონი ჯერ მარცხენა ფლანგს მოსცილდა, მერე კი საერთოდ ჩაიკარგა. აბა, იმ ნაგიჟარს თავს ხომ არ მოაკვლევინებდა? ასე იყო "ფენომენოც", განსაკუთრებით ტრავმების მერე ჰქონდა შიში და ასე იყო ყველა ბრაზილიელი.

    ზიდანი წყობიდან უმარტივესად გამოდიოდა, მერე ხან წიხლებს იქნევდა, ხან თავს, ამიტომ ძალიან ბევრი ბარათი აქვს კარიერაში მოგროვებული.

    აი მესიმდეც მივედით.

    ანომალიაა ის, რომ რაც უფრო მეტს ურტყამენ, მით უფრო მოტივირებული ხდება, რომ მეტოქე გააფარჩაკოს. ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდით, როცა სულ რაღაც 18 წლის იყო და ასიერ დელ ორნომ გაშლილი ფეხი უთავაზა მუხლში, კინაღამ ფეხი მოამტვრია და ამის გამო ბარათიც კი არ უჩვენებიათ, მხოლოდ მომდევნო ჯერზე გააძევეს, როცა მესის მთელი ძალით შეასკდა. ლეომ კი აიწყვიტა და მთელი "ჩელსი" მოსაკლავად დასდევდა.

    ეს შეცდომა ბევრს დაუშვია, მარტო "კლასიკოს" გახსენება რად ღირს? ტუჩი გაუხეთქეს, თვალი ჩაულურჯეს და "ბარსას" ფანებმა იცოდნენ, რომ "რეალი" ამისთვის დაისჯებოდა. ისიც გვახსოვს როგორ დააბიჯა პეპემ ხელზე, რომელიც მსაჯს გამოეპარა, მაგრამ მესის არასდროს დაავიწყდებოდა, ამიტომ "რეალის" კარში გოლის გატანა, მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თავის უზარმაზარ ძაღლთან უფრო უჭირს გამკლავება, ვიდრე "რეალის" მცველებთან.

    ასე იყო ყოველთვის, ეს კი არ არის ნორმალური. ადამიანის, მით უმეტეს სპორტსმენის ფსიქოლოგია, რომელსაც ბევრი აქვს დასაკარგი, ასე არ მუშაობს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ნამდვილად არ მუშაობდა.

    მესი ნიცშეანური ფილოსოფიის განხორციელებული მაგალითია. - რაც არ გკლავს, გაძლიერებს.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    15 მაისი 2020 13:08

    ძაან მაგარი სიახლეა👍👍👍👍👏👏👏👏 მესი ისტორიაში საუკეთესოა, კრისწის კი პერესის წყალობით ადრიან მესის,თორე, სად მესი და სად პენო???

    0
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    15 მაისი 2020 09:55

    ციტატა: Lasha71
    კარგი სტატიაა მაგრამ რონალდუზე ცოტა გადააჭარბეთ მეოჯახეაო :)
    მეტროსექსუალია და ბისექსუალი


    ღმერთმანი, არა მაქვს ფაქტები, მაგრამ მიშიმას ტყუილად არ შევადარე, იმან ყველანაირი საზღვარი მოსპო და ყველაფერთან სექსი ჰქონდა რაც მოძრაობდა : )

    0
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    15 მაისი 2020 04:20

    კარგი სტატიაა მაგრამ რონალდუზე ცოტა გადააჭარბეთ მეოჯახეაო :)
    მეტროსექსუალია და ბისექსუალი

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    15 მაისი 2020 01:01

    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: OLEGUER23
    რონის მერე მესი უდაოდ საუკეთესოა, კარიერით კი რონი ბევრად წინაა


    ვერ გევიგე..
    რა ლოგიკით? : )

    დაანებე თავი ვერ გააგებინებ ამას ვერაფერს

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    15 მაისი 2020 00:26

    ციტატა: OLEGUER23
    რონის მერე მესი უდაოდ საუკეთესოა, კარიერით კი რონი ბევრად წინაა


    ვერ გევიგე..
    რა ლოგიკით? : )

    1
    გასულია
    OLEGUER23 წევრი [?]

    14 მაისი 2020 23:22

    რონის მერე მესი უდაოდ საუკეთესოა, კარიერით კი რონი ბევრად წინაა

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    14 მაისი 2020 21:08

    და ხო ლიდერობაზე რო გაამახვილებენ ყურადღებას არაა აუცილებელი ყვიროდე და ხელებს პარჭყავდე მოედანზე მესი თამაშით არის ლიდერი თამაშით შეუძლია გუნდი აიყოლიოს

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    14 მაისი 2020 18:56

    სიტყვა "გააფარჩაკოს" არ უხდება ამ ბლოგს.

    1
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    14 მაისი 2020 15:00

    იმენა თავიდან ბოლომდე სიამოვნებით წავიკითხე. მადლობა ავტორს ასეთი საინტერესო სტატიისთვის

    9
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    Flying Johan გულშემატკივარი [?]

    14 მაისი 2020 14:33

    მესი არის ყველადროის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ... ცალსახად ყველადროის საუკეთესოა ! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო რონი და სხვა ლეგენდები არ უნდა დავაფასოთ

    8
    გასულია
    aleqsa წევრი [?]

    14 მაისი 2020 13:54

    me realis fani var da martlac orive udidesia ubralod unda uyuro da datkbe mati tamashit shedarebac uadgiloa radgan gansxvavebuli stilis fexburtelebi Arian da sxvadasxva pliusebi aqvt martlac rom orive udzlieresia fsiqologiurad amdeni dartymebi gadaitano da simshvide sheinarchuno urtulesia gansakutrebit media exeba.ps. (didi madloba admin aseti kargi statiistvis martla jobia naklebi siaxle daidos da kargad momzadebuli rogorc es)

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge