ფოკუსს მიღმა - 12.05.2020

  • 12-05-2020, 23:09
  • ფოკუსს მიღმა - 12.05.2020

    წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

    იარი ლიტმანენი

    "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, იარი ლიტმანენმა კორონავირუსის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ უარესად ცხოვრებაში თავი არ უგრძვნია -"ალბათ უარეს ფიზიკურ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. ცხელება, თავისა და კუნთის ტკივილი, პლუს სუთქვის პრობლემები მქონდა". [Marca]

    ალექსეი მირანჩუკი

    "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, "ლოკომოტივის" ნახევარმცველის, ალექსეი მირანჩუკის ტრანსფერი მოიწონა, რომელსაც ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ აბიდალი აკვირდებოდა. [Don Balon]

    ივან რაკიტიჩი

    რომის "ლაციო" მზადაა, ივან რაკიტიჩის სანაცვლოდ "ბარსელონას" 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ხორვატი იტალიაში გადაბარგების შემთხვევაში, 3-წლიან კონტრაქტს მიიღებს. [Diario Sport]

    არტურ მელო

    "ბარსელონა" არტურ მელოს "იუვენტუსთან" გარიგებაში ჩართვას არ აიძულებს. ბრაზილიელს, თავის მხრივ, "ბლაუგრანას" დატოვება არ სურს. [Marca]

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ნელსონ სემედუ წევრი [?]

    13 მაისი 2020 02:27

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: ნელსონ სემედუ
    რაო ლაციო 50მილიონს იხდის რაკიტიჩში? ალბათ ჭორია

    🤩 🤩 🤩 50-ს კი არა 20-ს იხდის. 😂 😂 მე მგონი დაგვრჩება რაკეტა "გასათხოვარი"

    თავიდან 50ეწერა ჩაუსწორებიათ, კიდე თუ დარჩა რავიცი რააა, რითი ვერ უნდა მიხვდეს რომ წასასვლელია, მისი დრო ახალგაზრდებს 😍

    1
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    13 მაისი 2020 00:46

    ციტატა: ნელსონ სემედუ
    რაო ლაციო 50მილიონს იხდის რაკიტიჩში? ალბათ ჭორია

    🤩 🤩 🤩 50-ს კი არა 20-ს იხდის. 😂 😂 მე მგონი დაგვრჩება რაკეტა "გასათხოვარი"

    1
    გასულია
    ნელსონ სემედუ წევრი [?]

    12 მაისი 2020 23:30

    რაო ლაციო 50მილიონს იხდის რაკიტიჩში? ალბათ ჭორია

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge