"ბარსელონა" პერვის ესტუპინიანის გარემოცვას დაუკავშირდა

"ბარსელონა" პერვის ესტუპინიანის გარემოცვას დაუკავშირდა

"ბარსელონა" "უოტფორდის" მარცხენა მცველის, პერვის ესტუპინიანის გაფორმებას განიხილავს.

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა 22 წლის ეკვადორელ მოთამაშეს სთხოვა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ესტუპინიანის გარემოცვას შეატყობინეს, რომ ფეხბურთელის დამატება განიხილება. მის მიმართ ინტერესს ასევე სხვა ბევრი კლუბი იჩენს.

პერვის ესტუპინიანის უფლებები "უოტფორდს" ეკუთვნის, ამჟამად კი, იჯარის წესით, "ოსასუნაში" გამოდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 12 მაისი 2020 21:46
    1
    მიუნხენის "ბაიერნი" ახალი მარჯვენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს.

    კატალონიური რადიოს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად "ბარსელონას" 26 წლის მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ გამოჩნდა.

    წყაროს ცნობით, მხარეებს შორის, ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა, გერმანული გრანდი სერიოზულად განიხილავს სემედუს ტრანსფერს და ამ საქმეზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.

    როგორც ცნობილია, "ბარსელონა" პორტუგალიელ ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს და მის დამასატებლად "ბაიერნის" გარდა ასევე "ინტერი", "სიტი" და "პსჟც" იბრძვიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 მაისი 2020 21:06
    1
    მოაშორეთ ეს ჭე კლასის იგროკი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued