მცველები და გუნდები, რომლებიც მესიმ უბრალოდ დაშალა

მცველები და გუნდები, რომლებიც მესიმ უბრალოდ  დაშალა

ლეო მესის კარიერა სავსეა გამოსარჩევი მომენტებით. არსებობს განსაკუთრებით დასამახსოვრებელი თამაშები, სადაც მან მრავალმხრივი ნიჭი სრულად გამოამჟღავნა.

ფეხებს შორის ბურთის გატარებით დაწყებული, წარმოუდგენელი ჯარიმებით დამთავრებული. მესი მეტოქე გუნდებს, მის წინააღმდეგ შემუშავებული ტაქტიკების მიუხედავად, არარსებული სიტუაციებიდან მაინც უქმნიდა მომენტებს და ულამაზეს გოლებს უტანდა. მოდით, ამ მხრივ არგენტინელი ჯადოქრის ყველაზე დასამახსოვრებელი და მეტოქე გუნდის მცველების მიმართ ყველაზე დამაცირებელი მომენტები გავიხსენოთ.

ჟერომ ბოატენგის წინააღმდეგ "კამპ ნოუზე"

მესის კარიერაში ჩემპიონთა ლიგის 4 თასი აქვს მოგებული 2006, 2009, 2011 და 2015 წლებში.

ბოლო ლიგის თასის მოსაგებად, მან ნახევარფინალში პეპ გვარდიოლას "ბაიერნი" დაამარცხა. ლეგენდარული მწვრთნელის "კამპ ნოუზე" დაბრუნება 76-ე წუთამდე პეპისთვის ნორმალურად წარიმართებოდა, თუმცა, საბოლოოდ არცთუ ისე სასიამოვნო გამოდგა, არგენტინელმა დუბლი შეასრულა, მეორე გოლი კი ნამდვილი შედევრი გამოდგა.

ლეომ ბურთი საჯარიმოს კიდესთან მიიღო, დაინახა, რომ მის წინ  მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებული იდგა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოძრაობით მოჭრილი ხესავით დააგდო მინდორზე, საგოლე მომენტი კი იმ დროს საუკეთესო მეკარის, მანუელ ნოიერის, თავზე ბურთის გადაგდებით დაასრულა. 

მას შემდეგ, "ბაიერნი" ლიგის ნახევარფინალში არასდროს გასულა, ბოატენგის კარიერაში კი ეს მომენტი შავ ლაქად დარჩა.

მარადონასებური გოლი "ხეტაფეს" წინააღმდეგ

2007 წელს მესი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ტალანტად და "კამპ ნოუს" ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. 18 აპრილს, "ხეტაფეს" წინააღმდეგ გატანილი გოლი ნამდვილად იმის დასტური იყო, რომ არგენტინელი ჯადოქარი მომდევნო დეკადის საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა.

კოპა დელ რეის ფლეი ოფში, მესიმ მარადონას ინგლისის ნაკრებთან გატანილი, 30 წლის წინანდელი ლეგენდარული გოლი გაიმეორა. 

მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, გასცდა 7 მცველს, მოატყუა მეკარე და ცარიელ კარში გოლი გაიტანა.

ტრიპლეტის მომგები გოლი

2015 წელი "ბლაუგრანას" კაპიტნისათვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. მან მეხუთე "ოქროს ბურთი" კარიერაში მეორედ მოგებული ტიპლეტის გამო დაიმსახურა. ლეოსთვის ეს წელი უკეთესი მხოლოდ კოპა ამერიკის ფინალში, ჩილეს დამარცხებით თუ იქნებოდა.

ტრიპლეტის საბოლოოდ გასანაღდებლად, არგენტინელმა "ბილბაოს" წინააღმდეგ წარმოუდგენელი დრიბლინგი განახორციელა. მან ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ჩამოიტოვა "ატლეტიკის" 4 ფეხბურთელი და იაგო ერერინს ახლო კუთხეში გაუტანა. ბასკი ფეხბურთელები მის წინააღმდეგ უძლურნი იყვნენ, მესი კი შესრულებული დუბლისა და ასისტის შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ორჯერ ზედიზედ, ფერდინანდისა და ვიდიჩის წინააღმდეგ

რიო ფერდინანდი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველია. ნემანია ვიდიჩთან ერთად, სერ ალექს ფერგიუსონმა თითქმის უშეცდომო დაცვის წყვილი ჩამოაყალიბა. მიუხედავად ამ სუპერდუეტისა, მათ წინააღმდეგაც არსებობდა კრიპტონიტი. ის პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" და ლეო მესი იყო.

2009 წელს სიმაღლეში მხოლოდ 170 სანტიმეტრიანმა არგენტინელმა ორ გიგანტს, რიო ფერდინანდსა და ედვინ ვან დერ სარს აჯობა. რაც შეეხება, სერბ მცველს, მის წინააღმდეგ ლეომ 2011 წელს ისე ითამაშა, რომ "მანჩესტერელები" უშანსოდ დარჩნენ. ვიდიჩი მესის უაზროდ დასდევდა, იმ წელს არგენტინელის შეჩერება წარმოუდგენელი იყო.

ფაბიო კანავაროს ძელთან შეჯახება

ოქროს ბურთის მფლობელ მცველს ეს მომენტი არასდროს დაავიწყდება. 2007-2008 წლების სეზონში, "კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" მესიმ ბოლო წუთზე კონტრ-შეტევა წამოიწყო, არგენტინელმა იკერ კასილიასს ბურთი თავზე გადაუგდო, კანავარო მის კარიდან გამოტანას ცდილობდა, თუმცა, ბურთს ფეხი წესიერად ვერ მოარტყა და მთელი ინერციით ძელს შეეჯახა.

იტალიელის კარიერაში ეს ეპიზოდი ალბათ ყველაზე უხერხულ მომენტად დარჩება.

მესის ყველაზე ხშირი მსხვერპლი - სერხიო რამოსი

14 წლის განმავლობაში "ელ კლასიკოებში" მიღებული 5 წითელი ბარათი რამოსის საკმაოდ ცუდ სტატისტიკაზე მიუთითებს. 2006 წლიდან, რაც სერხიო "რეალს" შეუერთდა, უმარავჯერ დაუპირისპირდა ლეოს და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ თვალის გაყოლებას ახერხებდა.

ყველაზე გამოსარჩევი მომენტი 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული ნახევარფინალური დაპირისპირებაა, სადაც მესი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"ბარსას" ათიანმა ბურთი სერხიო ბუსკეტსისგან მიიღო და მადრიდის "რეალის" ნახევარდაცვა და დაცვა ერთი ამოსუნთქვით გაიარა, დარტყმამდე მის წინააღმდეგ რამოსმა ვარდნა განახორციელა, თუმცა უშედეგოდ.

ამ მომენტის გარდა, 2017 წელს ძალზე დასამახსოვრებელ "ელ კლასიკოში" სერხიო რამოსმა წითელი ბარათი მესის წინააღმდეგ შესრულებული ვარდნის გამო დაიმსახურა.


ნახსენები მაგალითები დიდ მატჩებში ტოპ-კლუბების წინააღმდეგ მესის საოცარი მოქმედებების მხოლოდ მცირე ჩამოანათვალია. ლეო სეზონის განახლებას დასვენებული და ფიზიკურად სრულიად ჯამრთელი შეხვდება, რაც კატალონიელებისთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგის მომასწავებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 მაისი 2020 16:28
    1
    ოღონდ არ დაგავიწყდეთ, მაშინ ლეო 24-28 წლის ასკში იყო და სირბილიც სპრინტერის ქონდა, ახლა რამდენიც არ უნდა დაისვენოს იმ სისწრაფეს ვეღარ დაიბრუნებს, ეხლა მაგის ნიჭს გამთამაშებლად თუ გამოვიყენებთ, საოცარ საგოლეებს შემოგვთავაზებს. ხოლო თუ ვინმე ისეთი გამოჩნდება(ნეიმარის დონე) რო პირისპირ გაიყვანოს ხოლმე, ბაზარი არაა 10-დან 8-ს მაინც გაიტანს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 მაისი 2020 12:31
    4
    კარგი იქნებოდა ვიდეოლინკებიც რომ დაგერთოთ,მითუმეტეს რომ არაა რთული
    Culé [?]
    #4 12 მაისი 2020 03:29
    1
    Admin, arc vici ra davarqva am wakitxuls)) siaxle? Ara! Radgan : siaxle - kargad daviwyebuli dzveli ram aris! (Daviwyebuli da tan "kargad" araa jer Leos gavlili gza). Fake news? Ara! Tyuili araferi araa - simartle weria (nu dziritadad). Ar gagitydes mara raghac aklia, shishxatio rom ityvian) Cota kreativi ro daayolo da naklebi banaloba ufro kai wasakitxi iqneba, tore amdeni vikitxe da.... Ar gagitydes.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 მაისი 2020 03:25
    6
    უბრალოდ საუკეთესო ❤️❤️
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 მაისი 2020 03:15
    6
    ბოატენგი ერთ მილიონს გადაიხდიდა, რომ ის მომენტი გააქროს და ამოჭრას ისტორიიდან..
    წევრი [?]
    #1 12 მაისი 2020 02:24
    6
    ადმინი რა მაგარი როჟაა...შვიდი მცველი სად ნახა ფეხბურთში. 😂