ხავიერ ტებასი: თამაშების დროს რისკის ფაქტორი ნულის ტოლი იქნება

ხავიერ ტებასი: თამაშების დროს რისკის ფაქტორი ნულის ტოლი იქნება

Movistar-თან საუბრისას, ლა ლიგის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სეზონის განახლების შემდეგ, მატჩების დროს, ჯანმრთელობის მიმართ რისკი ფაქტობრივად არ იარსებებს.

"თამაშის დროს რისკის ფაქტორი თითქმის ნულის ტოლფასი უნდა იყოს, რადგანაც ფეხბურთელების ტესტირების პასუხის არასანდოობა მხოლოდ 5% იქნება. ისინი ამ შემოწმებას 24 საათით ადრე გაივლიან."

თუმცა, ყველაფერი მოედანს მიღმა განვითრებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. ტებასმა ასევე დაამატა:

"ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. სეზონის მიმდინარეობა ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მაგალითად, ინფიცირებულთა რაოდენობის პოტენციურ ზრდაზე. არსებობს გარემოებები, რომლებიც ესპანური ფეხბურთის გარდა, უშუალოდ საზოგადოებასთანაა დაკავშირებული."

მანამდე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლა ლიგის გაგრძელება 12 ივნისს სურდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გავრცელებული ჭორების მიხედვით, საწყის რიცხვად 20 ივნისი სახელდებოდა.

გუნდების სრული ტესტირებისას სულ 5 კორონავირუსით დაინფიცირებულის შემთხვევა იქნა აღმოჩენილი, რაც ტებასის თქმით, მოსალოდნელზე ნაკლებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 მაისი 2020 16:38
    0
    ციტატა: me da barca
    ცხრილის მიხედვით გუშინ 10.05 ესპანიოლი ვათრიეთ, ზეგ 13.05 ვალიადოლიდი უნდა გავიფინოთ.😉

    და რეალი რას შვრება? ხო არ გვეწევა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 მაისი 2020 01:53
    1
    ტესტირების პასუხის არასანდოობა თუ 5% იქნება. თამაშის დროს რისკის ფაქტორი თითქმის ნულის ტოლფასი როგორ უნდა იყოს თუ ამას შიგ არ აქვს ამ გამოსირებულს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 მაისი 2020 23:34
    0
    ცხრილის მიხედვით გუშინ 10.05 ესპანიოლი ვათრიეთ, ზეგ 13.05 ვალიადოლიდი უნდა გავიფინოთ.😉