სამუელ უმტიტის ტრავმის გამო არაუხო საქმეში ჩაერთვება

სამუელ უმტიტის ტრავმის გამო არაუხო საქმეში ჩაერთვება

კატალონიური გამოცემის, Mundo Deportvo-ს აზრით, რონალდ არაუხო, დიდი ალბათობით, "კამპ ნოუს" ახალი სახე გახდება.

იმის გათვალისწინებით, რომ სამუელ უმტიტიმ ტრავმა მიიღო, ხოლო ჟან-კლერ ტოდიბო "შალკეშია", არაუხო აღნიშნულ პოზიციაზე უკვე მესამე მცველად მოგვევლინება.

21 წლის მცველი ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო "ბარსა ბ-დან", რომელიც პირველი გუნდის ვარჯიშებში ხშირად მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 წუთი გაატარა მინდორზე, თუმცა, ახლა ურუგვაელს თამაშის მეტი შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის სეზონის განახლება 12 დან 20 ივნისამდე იგეგმება. გუნდებს კი მატჩების გამართვა კვირაში ორჯერ მოუწევთ.

ასეთი დატვირთვისთვის ჟერარდ პიკე მზად ვერ იქნება, რადგან უკვე 33 წლისაა, შესამისად, არაუხო უფრო მეტ სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს.

სადებიუტო შეხვედრაში, "კამპ ნოუზე" "სევილიას" წინააღმდეგ, რონალდმა ტოდიბო შეცვალა. მისდა სამწუხაროდ, ცენტრალურ მცველს შეხვედრის ნაადრევად დატოვება მოუხდა - იგი მოედნიდან ხავიერ ერნანდესზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, "ბარსა ბ-ს" შემადგენლობაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 3-3 გოლი და ასისტი მიითვალა. მისი ფიზიკური სიძლიერე, სიმაღლე და პასის კულტურა გამოსარჩევი მახასიათებლებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 12 მაისი 2020 13:40
    0
    აბა შენ იცი.იმედია კარგად წარმოაჩენს თავს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 მაისი 2020 11:56
    0
    ციტატა: B.A.r.c.A
    Es iyo tu todibo davigale shemcvaleto ro itxovda romels gaxsovt?

    ტოდიბო პირველი იგრა მოუწია და დიხანიამ ვერ გაუქაჩა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 12 მაისი 2020 10:20
    0
    Es iyo tu todibo davigale shemcvaleto ro itxovda romels gaxsovt?
    Culé [?]
    #5 12 მაისი 2020 00:26
    2
    როცა ასეთი გაჭირვებაა გუნდში ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის საშუალება
    ფანი [?]
    #4 11 მაისი 2020 23:29
    2
    ლაიპციგი ტოდიბოთი დაინტერესდაო. მთელი მსოფლიო ხვდება ამ ბიჭის პერსპექტივას ბართლომეოს გარდა🙁😡 დაუმატონ მაინც 30 მილიონი და ტოდიბო. არა მგონია უარინთქვას ლაიპციგმა. მეზიზღება ეს ბორდი🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤯🤬🤬🤬🤯
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 მაისი 2020 23:17
    3
    ვნახოთ აბა რისი მაქნისია იმედია კარგად ითამაშებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 11 მაისი 2020 23:03
    2
    მეტი ნდობა ჭირდებათ ახალგაზრდა მეცველებს, როგორც წესი მცველი დაჩაგრულია როგორც მეკარე. 1 შეცდომა და ყველა სახეს ახევს ეს გადააყოლეს იმ წითელ ბარათს, არაა ურიგო ტიპი არც ეს არც ტოდიბო.
    Culé [?]
    #1 11 მაისი 2020 22:41
    3
    ძაან ბრძოლისუნარიანი და თამამი ფეხბურთელია როგორც ნამდვილ ურუგვაელს შეეფერება. იმედია წარმატებული იქნება
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca