"ინტერს" ლაუტარო მარტინესის ბარტერში სემედუ ან ემერსონი სურს

"ინტერს" ლაუტარო მარტინესის ბარტერში სემედუ ან ემერსონი სურს

Sport-ის ინფორმაციით, "ინტერი" ლაუტარო მარტინესის ღირებულებას შეამცირებს, თუ "ბარსელონა" ბარტერში მარჯვენა მცველს ჩართავს. წყაროს ცნობით, იტალიელები საკუთარ გუნდში ნელსონ სემედუს გადასვლას მიესალმებიან, თუმცა ინტერესს უფრო მეტად ემერსონის მიმართ იჩენენ.

პორტუგალიელ მცველს მრავალმილიონიანი შემოთავაზება "მანჩესტერ სიტიდან" აქვს, ამიტომ "ნერაძურისათვის" ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი ბრაზილიელი ემერსონის გადაბირება იქნება, რომელიც ამჟამად იჯარის წესით "ბეტისში" იმყოფება.

ლაუტარო მარტინესი "ბლაუგრანას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეა. თუმცა, კატალონიური კლუბი 111 მილიონი ევროს გადახდას, ფინანსური კრიზისის გამო, ვერ შეძლებს, ამიტომ გამოსავალს ბარტერში ეძებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 მაისი 2020 13:38
    0
    ვაგე დააბრუნონ გუნდში.სამედუ ვაგე მომავლის წყვილია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #5 12 მაისი 2020 01:10
    1
    ეგრეც იქნება, სემედუ სიტიში. ემერსონი ინტერში. ჩვენ რობერტო კრაიზე 😤 ფუ თქვენი დიდი გუნდიბა არ გაიშვას
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 11 მაისი 2020 21:47
    3
    ლაუტარო არა ლუკაკუ,რა წაიღეს ტვინი ამ გაპიარებული იდიოტით,თან - "მადა ჭამაში მოდისო" და ამატებენ და ამატებენ მოთხოვნებს, მოკეტონ რააა...
    Culé [?]
    #3 11 მაისი 2020 20:58
    4
    ერთი ფლანგის ორი ფეხბურთელი რათ უნდათ? ერთი თუ წავა მეორემ უნდა შეცვალოს და ასე ცარიელს ხო არ დატოვებენ მარჯვენა ფრთას? ყველანაირად ანიშნებს ინტერი რომ არ უნდათ არავისში გაცვლა სანამ რაღაც წარმოუდგენლად კარგ შეთავაზებას არ მიიღებენ და ეს უთავმოყვარეოებიც ყველაფერზე თანახმა არიან. ბარსა ნელ-ნელა კარგავს იმ ყველაფერს რის გამოც ამ კლუბის ფანი გავხდი. თამაშის ხარისხს არ ეხება საქმე ყოველთვის ვერ იფრენ, მარა პატივისცემა როგორც მეტოქის ისე საკუთარი თავის არ უნდა დაკარგო
    Pablos ar abia
    სტუმარი [?]
    #2 11 მაისი 2020 20:52
    1
    გაცვლა და არა ბარტერი #წერექართულად :დდ
    ისე სისულელეა სემედოს გაშვება გაიკეთონ მართლა ლაუტარო..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 მაისი 2020 20:19
    3
    ბებიამაგათისამ აი გაიკეთონ ეგ ლაუტარო უკან არ გაბურღეს ტვინი?!
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued