Sport: "ბარსელონა" პიანიჩის ტრანსფერში არტურ მელოს ნაცვლად, ტოდიბოს ჩამოდის

  • 11-05-2020, 18:25
  • Sport: "ბარსელონა" პიანიჩის ტრანსფერში არტურ მელოს ნაცვლად, ტოდიბოს ჩამოდის

    "იუვენტუსის" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, შესაძლოა, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონაში" აღმოჩნდეს.

    Sport-ის ცნობით, კატალონიელებმა ბოსნიელის ტრანსფერთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს და მის გაფორმებასთან ახლოს არიან. წყარო დასძენს, რომ "ბლაუგრანა" პიანიჩის სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს დათმობს, ერთ-ერთი მათგანი კი - ჟან-კლერ ტოდიბოა, რომელიც ამჟამად იჯარით გერმანულ "შალკეში" ასპარეზობს. ცნობილია, რომ ადრე ფრანგი მცველის შეძენა თავად "ბიანკონერისაც" სურდა.

    ჯერჯერობით, პოტენციურ ბარტერში მონაწილე მეორე მოთამაშის ვინაობა არ სახელდება. შესაძლოა, ტოდიბოსთან ერთად გარიგებაში არტურო ვიდალი ან ივან რაკიტიჩი ჩაერთოს, მაგრამ "ბებერი ქალბატონი" ამის წინააღმდეგია.

    ადრე გავრცელებული ჭორების თანახმად, "იუვეს" რადარზე არტურ მელო იმყოფებოდა, თუმცა თავად ბრაზილიელის გეგმებში "კამპ ნოუდან" აბარგება არ შედის, რაც მან არაერთხელ დაადასტურა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro გულშემატკივარი [?]

    12 მაისი 2020 13:33

    გამოცდილი ცენტრი გვინდა და პიანიჩი იდეალური ვარიანტია.რაკიტიჩი და ვიდალი დიდი ალბათობით წავლენ და ეს მათ ნაცვლად იდეალური ვარიანტია.ტოდიბო მემეტება.რობერტო უმტიტი ფირპო ზემოთხსენებული ორი ალენიაც და ნეტუც ჩართონ თუ უნდათ

    0
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    12 მაისი 2020 01:53

    ციტატა: ousmane dembele 11
    არაა საჭირო ეს პიანიჩი.ვიდალია სკამზე და ეს ვიდალის ნახევარიც არაა

    პიანიჩI არაა ვიდალის ნახევარი? ეგ არ თქვა მეორედ. სხვა სტილია მარა პიანიჩზე ისე ნუ ლაპარაკობთ თითქოს ვინმე სუსტია და დაბალი კკლასი. ამით ამტკიცებთ რო არ გინახავთ მაგ ბიჭის თამაშები. მოიყვანონ როგორმე პიანიჩი არტური ფრენკი ბუსის გაშვების გარეშე და იდეალური ნახევარდაცვა გვეყოლება. ტოდიიბოს მეტი კიდე ვერავინ რო ვერ ნახეს ეგ ტეხავს მაგრად. უნიჭიერესი მცველია, ან იუვეს ბონუ-კიელინის გარდა რუგანი მეჰმედი და დე ლლიხტი ყავს, კიდე ტოდიბო უნდათ? ჩვენ ვიკIთხოთ კოჭლი უმტიტი, ბებერი პიკე, საშუალო დონის ლანგლე და სულ ესაა, ტოდიბოს შეუძლია ახალი სისხლი შეგვმატოს დაცვაში მარა ყიდიან კაპიკებში. ჰა ჰაა 15 მილიონი გამოაკლდეს პიანიჩის ღირებულებას და მაგ 15 მილიონად ვინ მოყავთ? 60 მაინც ღირს წესიერი მცველი დღეს, ჩვენთვის კაი 80 იც. მოკლედ იმედია არჩევნებამდე რაიმე მძიმე ინფარქტით ავარიით ან სუიციდით გაგვახარებს ბართომეუ

    2
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    11 მაისი 2020 23:05

    ის რაც ბარსასთვის მინდოდა და თითქმის ვოცნებობდი კარგ ვარიანტში- დე ლიხტი - ტოდიბო

    1
    გასულია
    Ronaldinho. გულშემატკივარი [?]

    11 მაისი 2020 22:35

    ტოდიბოს რაღას ერჩიან უნაგრესი ბიჭია მაგარი მომავლით და რავიცი ტო არც არტური არც ტოდიბო ახლაგაზრდებს თავი დაანებონ ამ ბებრის გამო

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    11 მაისი 2020 21:54

    პიანიჩი და სიკვდილი ჩმორთუმეოს!!!

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    ousmane dembele 11 წევრი [?]

    11 მაისი 2020 20:34

    არაა საჭირო ეს პიანიჩი.ვიდალია სკამზე და ეს ვიდალის ნახევარიც არაა

    1
    საიტზეა
    ნელსონ სემედუ წევრი [?]

    11 მაისი 2020 20:31

    აწი არც პიანიჩია საჭირო და არც ტოდიბოა გასაშვები

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    11 მაისი 2020 20:07

    რა გადაეკიდეთ ამ ახალგაზრდებს გასაცვლელის მეტი რა გვყავს გუნდში

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    11 მაისი 2020 19:52

    Umtitis gayidva undat mainc da gaucvalon umto pianichshi.. am todibos sheeshvan arturs gansakutrebit

    Ise es barcashi mindoda lionidan momwons.. rakitichis shemcvlelad idealuria..

    1
    გასულია
    BOMBORA..NEYMAR JR..MSN..ANSU FATI ფანი [?]

    11 მაისი 2020 19:24

    ეხლა ტოდიბოს მიადგნენ აი ამაზეა ნათქვამი ვაის გავექეცი ვუის შევეყარეო

    3
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე❤️ ჩემი ოქროს ბიჭუნა ბარსას მომავალი❤️❤️❤️❤️❤️⚽⚽⚽⚽🏆
    ❤️Take us back at home Our crazy neymar-jr❤️
    ⚽ MSN⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    11 მაისი 2020 19:02

    ციტატა: Tsitsi
    ტონალი რა კარგი იქნებოდა 🙄

    კი ძაან ნიჭიერია თან იაფია და ესენი პიანიჩებს დასდევენ :დ სუ რო ტონალიმ ვერ გაამართლოს მინიმუმ იმავე ფასში გაყიდიან და ფინანსურად არ წააგებენ არაფერს მარა 90% გაამართლებს ერთი ტრავმები თუ შეუშლის ხელს მარა ბართოს ბებერი იგროკები ევასება :დდ

    2
    --------------------
    38 წლის ფედერერმა ჯოკოვიჩი გაიფინა :დდდ https://m.youtube.com/watch?v=AlEShGJvIrg

    ბარსელონა რეალს იფენს მუდამ

    21 საუკუნე, პიკე 36 ტიტული > რეალი 22 ტიტული

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    გასულია
    პისტოლერო გულშემატკივარი [?]

    11 მაისი 2020 18:53

    ან პიანიჩი რად უნდათ? ან ტოდიბოს რატო ყიდიან? ხუივო ზნაეტ

    3
    გასულია
    Tsitsi მწერალი [?]

    11 მაისი 2020 18:47

    ციტატა: ani-barca10
    რათ უნდათ ეს 30 წლის პიანიჩი ვან დე ბეეკი იყიდონ :დ ან რავი ტონალი იყიდონ ან ფაბიან რუისი

    ტონალი რა კარგი იქნებოდა 🙄

    2
    გასულია
    Sdaead Culé [?]

    11 მაისი 2020 18:42

    საერთოდ რად უნდათ ვერ ვხვდები... არაფერს აკეთებს ეს კაცი ისეთს, რომ რაკიტიჩმა,დე იონგმა და არტურმა ვერ გააკეთონ. ერთ-ერთი ნახევარმცველია, რომელიც იქით-აქეთ აგორავებს ბურთს, არც მწვადს წვავს არც შამფურს. ბევრი წამოვიდა ეგეთი სამწუხაროდ. ჟორჟინიო მაგალითად. არ გვჭირდება ეგეთი მდორე ნახევარმცველი არაფერში.

    3
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    11 მაისი 2020 18:38

    რათ უნდათ ეს 30 წლის პიანიჩი ვან დე ბეეკი იყიდონ :დ ან რავი ტონალი იყიდონ ან ფაბიან რუისი

    3
    --------------------
    38 წლის ფედერერმა ჯოკოვიჩი გაიფინა :დდდ https://m.youtube.com/watch?v=AlEShGJvIrg

    ბარსელონა რეალს იფენს მუდამ

    21 საუკუნე, პიკე 36 ტიტული > რეალი 22 ტიტული

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    პარტნიორები
    Flashscore.ge