უგვირგვინო მეფე

  • 11-05-2020, 13:07
  • უგვირგვინო მეფე

    ზიდანის წასვლის შემდეგ, ქომაგები შიშობდნენ, რომ ფეხბურთი ელეგანტურობას დაკარგავდა, მაგრამ ინიესტას დამსახურებით, ფეხბურთს ეს სანახაობა არასდროს მოკლებია.

    ყველაზე ხშირად სწორედ ზიდანს ადარებენ, გამორჩეული სათამაშო სტილის, მოედნის ხედვის და ბურთის კონტროლის გამო.

    არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონკრეტულად ერთი სეზონი, ისე არ ჩაუტარებიათ, რომ "ოქროს ბურთი" მოეგოთ, მაგრამ კარიერის გამო იმსახურებდნენ ამას. დროა,  France Football-მა ამ ნიშნითაც გადასცეს ფეხბურთელებს ჯილდო და თუ ასე მოხდა, სიაში ერთ-ერთი პირველი, ანდრეს ინიესტა იქნება.

    იმ სეზონშიც კი ტრავმებით გაიტანჯა, რომლის ბოლოსაც მშვენიერი გოლი შეაგდო და ესპანეთის ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. გოლის მერე, დანი ხარკეს სახსოვრად გაკეთებული წარწერაც გამოაჩინა.

    მომდევნო სეზონში, ანდრეს ინიესტას, ყველა სტადიონზე ტაშით ხვდებოდნენ. ზოგიერთ სტადიონზე კი ყოველი ბურთის მიღებისას აჯილდოებდნენ აპლოდისმენტებით. ფეხბურთელები განსაკუთრებით თბილად იხსენებენ იმ შემთხვევებს, სადაც მეტოქის გულშემატკივარი ტაშით ხვდება. ეს განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც მხოლოდ უნიკალური ფეხბურთელების ხვედრია.

    ანდრეს ინიესტას 19 სტადიონზე შეხდვნენ ტაშით.

    "ბარსელონას" ოქროს ეპოქის ერთი-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა! ალბათ ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელზეც ვამბობდი, რომ რაღაც მომენტებში მესისაც მირჩევნია-მეთქი. აი, იმ მომენტებში, რაღაც წარმოუდგენელს, რომ გააკეთებდა და ადგილიდან წივილ-კივილით წამოგაგდებდა.. ბევრი იყო ასეთი მომენტი "კლასიკოში" და წარმოუდგენელია, რომ "ბარსას" ფანებს ეს არ ენატრებოდეთ.

    ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში, როცა "ბარსაში" რივალდო მეფობდა. სამწუხაროდ არ მიეცათ ერთად თამაშის საშუალება, მაგრამ ერთი განსაკუთრებული უნარი კი გამოყვა ბრაზილიელისგან - გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი გოლების გატანის უნარი.

    ერთი ასეთი გოლი ზემოთ ვახსენე, მეორე კი "ჩელსისთან" მახსენდება, ამ გოლის აღწერას არ დავიწყებ, უბრალოდ თქვენი რეაქციები გაიხსენეთ და საკმარისი იქნება.

    "ბარსას" კარში არ ჰქონდა დარტყმული.. მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა და ლურჯი ცა ჩამოიქცა!

    თავიდანვე შევნიშნეთ, რომ თავმდაბალი და ნამდვილი პროფესიონალი იყო. ჯერ კიდევ რაიკაარდის პერიოდში გამოჩნდა, რომ თამაშს მოწყურებული ყველგან ითამაშებდა, სეზონის განმავლობაში არა ერთხელ ვიხილეთ გარემარბად, მერე საყრდენზეც კი ათამაშეს, ვინ იფიქრებდა? ინიესტა საყრდენზე.

    მაგრამ ისეთი კონკურენცია იყო, რომ სადმე უნდა ეთამაშა და დაცვაში რომ დაეყენებინათ, არც ამაზე იტყოდა უარს, მიიღებდა თავისი უბრალო ბუნებით და იმდენს იზამდა, რომ თავისას მაინც დაამტკიცებდა.

    ძალიან დაწყდა გული, როცა ფინალში, "არსენალთან", ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, ეს იმ დროს, როცა ჩავის მძიმე ტრავმა ჰქონდა და სეზონის მთელი მეორე ნახევარი გაუცდა, ბოლოს მოასწრო გამოჯანმრთელება და იჯდა ორივე სკამზე, მოედანზე კი მარკ ვან ბომელი დარბოდა.

    მშვენიერი ფეხბურთელი იყო, ჰოლანდიელი ნაჯახი, მაგრამ... ნეტავ, რაიკაარდი რაზე ფიქრობდა?!

    მოედანზე გამოვიდა და ანგარიშიც გათანაბრდა, კლასიკური "მესამეზე პასით". აქ მთავარი შემოქმედი სამუელ ეტო'ო იყო, რომელმაც ეს გოლი, ჯერ კიდევ მაშინ დაინახა, როცა მეტოქის კარს 35-40 მეტრით იყო დაცილებული. მას უნდა მოეძებნა ფეხბურთელი, რომელიც მესამეზე (ანუ ლარსონზე) მიაბამდე კომბინაციას, ამ სამსვლიან კომბინაციაში ყველაზე რთული პასი ყოველთვის ეს არის, რადგან ამ კონკრეტულ ფეხბურთელს უნდა განესაზღვრა ეტო'ოს მოძრაობა და პასი ზუსტად იმ დროს უნდა მისულიყო ლარსონამდე, როცა ეტო’ო "არსენალის" მცველების ხაზზე იქნებოდა გასწორებული.

    სამუს სამი ვარიანტი ჰქონდა, მან ინიესტა აირჩია და ვიცით, რომ არ შემცდარა, ანდრესმა იდეალური პაუზა აიღო, დაელოდა ეტო'ოს აჩქარებას და ყველაფერი გოლით დასრულდა.

    მეორე ფინალში, "მანჩესტერთან" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ფინალში გუნდი მან გაიყვანა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. თან გასათვალისწინებელია, რომ საშინელი ტრავმით ითამაშა, ფინალამდე კუნთი გაიწყვიტა და თითქოს შეუძლებელი იყო დაბრუნება მოესწრო, მაგრამ როგორღაც მოახერხა და მოედანზე გავიდა. თამაშის წინ ექიმები აფრთხილებდნენ, რომ მთელ კარიერას საფრთხის ქვეშ აყენებდა, მაგრამ თავისი მაინც გაიტანა.

    ამ ამბავზე ახალგაზრდა მაიკლ ჯორდანი მახსენდება, რომელსაც მოტეხილი ფეხი ბოლომდე არ ჰქონდა მოშუშებული და მთელი ჩიკაგო ეხვეწებოდა კარიერას ნუ დაინგრევ, ყველაფერი წინ გაქვსო, მაგრამ საკუთარ თავში ისე იყო დარწმუნებული, რომ გავარდა პარკეტზე და გაფრინდა.

    ასე იყო ინიესტაც, გავიდა მოედანზე და "მანჩესტერის" ცენტრისგან არაფერი დატოვა.

    მესამე ფინალშიც შეუდარებელი იყო. მართალია, მესიმ ყველაფერი გადაფარა, მაგრამ იმ ცნობილი და ყველაზე დომინანტი სამკუთხედით, რომელიც "ბარსამ" შესთავაზა მეტოქეებს, ისეთი ამბავი დაატრიალეს, ფერგიუსონს კანკალი დააწყებინა.

    ფეხბურთის, განხორციელებული სიმტკიცე აკანკალდა. - ამას ხომ მოხერხება უნდა?

    მეოთხე ფინალში ყველაფერი მისი საგოლე პასით დაიწყო, გაატანინა რაკიტიჩს და უმცირესი ეჭვიც კი არ მქონია, რომ "ბარსა" ამ თამაშს დათმობდა.

    საკლუბო წარმატებებს მიღმა იყო ატომური ბომბი! - სამი დიდი სანაკრებო ტურნრი.

    ეს აქამდე არასდროს მომხდარა, ეპოქალურ საფრანგეთის ნაკრებს ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ ქარს გაატანა, ესპანეთმა კი შეირგო. ინიესტას თამადობით.

    2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ჩავისთან ერთად ისეთი დუეტი შექმნა, რომლის მსგავსიც მოედნის ცენტრში არავის ენახა. აპამპულავეს ყველა და თასიც აწიეს.

    მსოფლიო ჩემპიონატზე რაც იკადრა, უკვე ვახსენე.

    2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი მწვერვალზე იყო, მწვერვალზე კი არა მოწყდა ევერესტს და კოსმოსში აიჭრა. იტალიასთან ჯგუფურ ეტაპზე, პირლოც კარგი იყო, ორივე შეაქეს, ორივე გამოარჩიეს, ფინალში კი იტალიისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს. ისე მიმოყარეს ნაქები კატენაჩო, როგორც დასრულებული საჭადრაკო თამაშის მერე მიყრიან ჭადრაკის ქვებს.

    თუმცა, ინისეტას ვერც გოლებით აღვწერთ და ვერც პასებით, მით უმეტეს, ვერც ტიტულებით. ეს ის შემთხვევაა, როცა მომავალი თაობა ვერანაირად ვერ გაიგებს, რეალურად რა დონის ფეხბურთელზე გვაქვს საუბარი, ამიტომ ბედნიერი ხალხი ვართ, რომ ეს ყველაფერი ვნახეთ.

    დღეს ანდრეს ინიესტა 36 წლის გახდა! 


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bakero Culé [?]

    11 მაისი 2020 21:40

    ვულოცავ დონ ანდრესს დაბადების დღეს

    0
    საიტზეა
    gurgenidze Culé [?]

    11 მაისი 2020 19:45

    Chveulebrivia araprit gamorchruli...kargi iqneba meti imushavot mwerlebma blogebze

    0
    საიტზეა
    aleqsa წევრი [?]

    11 მაისი 2020 17:20

    jer xavis donemde ar misula da zidans rogor adarebo 😀

    0
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    11 მაისი 2020 17:07

    ციტატა: პიკე81
    ზიდანს ად არებენ რას ქვია ადმინ?რა ჭირს ვინმეს შასადარებელი ინის


    რანაირი კომენტარია ეს ახლა რა არის? : )

    ყველაფრის შედარება მოსულა. რაც უფრო მაღალი დონის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ მით უფრო ხშირია შედარება. ამიტომ ხშირად ვისმენთ მესი-მარადონა, მესი-რონალდოს, ინიესტა-ზიდანის, ფენომენო-პელეს და სხვათა შედარებებს.

    შედარების მერე კეთდება შეფასება, მაგრამ მე აქ არც შემიდარებია და არც შემიფასებია.
    უბრალოდ აღვნიშნე, რომ ყველაზე ხშირად ადარებენ ხოლმე.

    მართლა, რომ შემედარებინა კარგი იქნებოდა.

    3
    გასულია
    Iniesta_8 წევრი [?]

    11 მაისი 2020 16:17

    ჩემთვის ყველაზე მაგარი კაცია ინი ფეხბურთში, არასდროს ზედმეტს არ ლაპარაკობს და თავის საქმეს ყოველთვის 10-იანზე ასრულებს.ნამდვილი პროფესიონალია

    3
    გასულია
    mesi_10 Culé [?]

    11 მაისი 2020 16:14

    მადლობა ავტორს გენიოს ფეხბურთელზე გენიალური სტატიისთვის ...

    3
    საიტზეა
    Ronaldinho. გულშემატკივარი [?]

    11 მაისი 2020 15:41

    ავტორ კაი ხარ:))
    ინიესტაზე უკომენტაროდ:):):)
    ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველი,მსგავსი ფეხბურთელი იბადება საუკუნეევში ერთხელ!
    ბარსასთვის და ესპანეთისთვის ფასდაუდებელი საქმე აკეთა და რამდენი სიხარული და სასიამოვნო მომენტი მოგვანიჭა! ფეხბურთის მეჯიქ ჯონსონი:)
    დონ მეჯიქ ინიესტა🌟🥇
    ფეხბურთის ყველაზე დიდი სირცხვილია ამ კაცს რო ოქროს ბურთი არ აქვს:) მარა ყველამ იცის რო საუკეთესოთა შორის საუკეთესოა!
    We are waiting for you in barcelona❤️💙

    3
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    11 მაისი 2020 14:43

    საღოლ ავტორს ძან მაგატი სტატია იყო სტატია რომელსაც ინიესტა იმსახურებდა რადგან ის ნამდვილი ჯადოქარი იყო

    3
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    პიკე81 წევრი [?]

    11 მაისი 2020 14:42

    ზიდანს ად არებენ რას ქვია ადმინ?რა ჭირს ვინმეს შასადარებელი ინის

    3
    საიტზეა
    Tsitsi მწერალი [?]

    11 მაისი 2020 14:30

    ხელოვნების ნიმუში! ❤️

    5
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    11 მაისი 2020 14:01

    ვულოცავ დონს❤❤, ძაან მაგარი სიახლეა👍👍👍👍

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    lesane C ფანი [?]

    11 მაისი 2020 13:50

    <3 <3

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    11 მაისი 2020 13:33

    გილოცავ დონ <3 <3

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    BarcelonaFanTV გულშემატკივარი [?]

    11 მაისი 2020 13:31

    არაჩვეულებრივი სტატია ყოჩაღ ავტორს!

    5
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    პარტნიორები
    Flashscore.ge