ხრისტო სტოიჩკოვი: ფრენკ რაიკაარდმა, პეპ გვარდიოლას საქმე გაუმარტივა

ხრისტო სტოიჩკოვი:  ფრენკ რაიკაარდმა, პეპ გვარდიოლას საქმე გაუმარტივა

"ბარსელონას" ყოფილი ბულგარელი ფეხბურთელი, ხრისტო სტოიჩკოვი ყოფილ თანაგუნდელსა და შემდეგ კატალონიელთა მთავარ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე საუბრობს.

"პეპის სამუშაო მარტივი იყო, ის ახალგაზრდული სისტემის ინფრასტრუქტურაში შესანიშნავად ერკვეოდა.

ფრენკ რაიკაარდისაგან მან შემდგრი გუნდი გადაიბარა -  გვარდიოლას მოსვლამდე, მესისა და სხვა რამდენიმე მოთამაშეს ნიდერლანდელის ხელში გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდათ. ამიტომაც, პეპთან ერთად თუ მის გარეშე, სანახაობრივი თამაში მოსალოდნელი იყო.

კლუბში ტიერი ანრი, დეკუ, რონალდინიო, რაფა მარკესი, კარლეს პუიოლი და ვიქტორ ვალდესი იყვნენ. გვარდიოლას რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება სჭირდებოდა, სამაგიეროდ, მან პედრო დააწინაურა და მესისა და ინიესტას მეტი დრო მიეცათ. ამის შემდეგ გუნდი სრულად ჩამოყალიბდა".

სტოიჩკოვმა კომენტარი გვარდიოლას ერთ-ერთ მეტოქეზე, ჟოზე მოურინიოზეც გააკეთა:

"ის საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი იყო. პორტუგალიელი, ვარჯიშებსა თუ მატჩებზე, ყველაფერს აკვირდებოდა, მათ შორის, ბურთთან ერთად მუშაობის დროს. მას კალამი ყოველთვის თან ჰქონდა და ქაღალდზე რაღაცებს ინიშნავდა", - ციტირებს ბულგარელის სიტყვებს Mirror.

შეგახსენებთ, ჟოზეპ გვარდიოლა "ბლაუგრანას" 2008-2012 წლებში წვრთნიდა, რა დროშიც ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის, 2009 წელს - ტრიპლეტი იზეიმა; ფრენკ რაიკაარდი კატალონიელეთა სათავეში პეპის მოსვლამდე, 2003-2008 წლების სეზონში იდგა; ჟოზე მოურინიო კი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყოფილი ინგლისელი თავკაცის, ბობი რობსონის ასისტენტ-თარჯიმანი იყო (1996-1997).

რაც შეეხება ხრისტო სტოიჩკოვს, იგი "ბლაუგრანაში" 1990-1995 და 1996-1998 წლებში ასპარეზობდა, 1994 წელს კი "ოქროს ბურთსაც" დაეუფლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 10 მაისი 2020 20:33
    0
    გვარდიოლამ კრუიფის სისტემის გაუმჯობესებული ვერსია დატესტა ბარსაში და ასე შექმნა ყველა დროის საუკეთესო გუნდი! ჩმორს რატომ გაალუზერებინეს გუნდი დღემდე ვერ ვხვდები, უბრალოდ სად ბარსა და სად "ბილბაო"?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 მაისი 2020 20:16
    8
    კრუიფმა საფუძველი ჩაუყარა რაიკაარდმა შენება დაიწყო გვარდიოლამ ააშენა ენრიკემ განავითარა და ვალვერდემ დაანგრია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 10 მაისი 2020 20:06
    1
    ხრისტოს ფერი ფორვარდი დახატა და ბარსას