ფოკუსს მიღმა - 10.05.2020

ფოკუსს მიღმა - 10.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

კარლეს ალენია

"ნიუკასლის" ახალი მფლობელები კარლეს ალენიას გადაბირებას შეეცდებიან. "ბარსელონას" ნახევარმცვლი მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს იჯარით "ბეტისში" გაატარებს. [Marca]

ნეიმარი

"ბარსელონა" ნეიმარის სანაცვლოდ პსჟ-ს გრიზმანს, დემბელესა და უმტიტის სთავაზობს. კატალონიელებს ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ ფეხბურთელების გაცვლით სურთ.

ვიქტორ გონჩარენკო

მოსკოვის ცსკა-ს მთავარმა მწვრთნლმა, ვიქტორ გორჩარენკომ პეპ გვარდიოლაზე და მის მიერ განწვრთნილ "ბარსელონაზე" ისაუბრა. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ წლების გუნდი მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესოა.

"ნაპოლი"

დღეს "ნაპოლიმ" ორთვიანი კარანტინის შემდეგ, პირველი სავარჯიშო სესია ჩაატარა. იტალიელებს  "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩი ელით. [Mundo Deportivo]

ვალენტი სანჟუანი

ესპანელმა მოტომრბოლელმა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე ისაუბრა: "ვფიქრობ, მესი "ბარსას" მხოლოდ იმიტომ არ ტოვებს, რომ კლუბის გულშემატკივარია.. მოვა დრო, როდესაც ჟერარ პიკე პრეზიდენტი გახდება. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იმუშავებს."[marca]

პიერ-ემერიკ ობამეიანგი

"არსენალმა" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერთან დაკავშირებით ვადა დააწესა. "ბარსელონას" შეუძლია, ლონდონურ კლუბს 30 წლის შემტევზე ოფიციალური შეთავაზება 15 ივნისამდე გაუკეთოს. [Daily Mirror]

ბრუნო გიმარაეში

"ბარსელონა" "ლიონის" ბრაზილიელი ნახევარმცველით, ბრუნო გიმარაეშით ინტერესდება. კატალონიელები 2020 წელს ლიგა 1-ში გადასული 22 წლის ფეხბურთელის შთამბეჭდავ ასპარეზობას ყურადღებით აკვირდებიან. [Mundo Deportivo]

ჩიმი ავილა

"ოსასუნას" არგენტინელი ფეხბურთელი, ეზეკიელ "ჩიმი" ავილა აცხადებს: "ნებისმიერ მოთამაშეს სურს, მესის გვერდით იასპარეზოს, ან დიეგო სიმეონესნაირი მწვრთნელი ჰყავდეს. ლეო ერთადერთი ადამიანია, რომლის სხვასთან შედარება შეუძლებელია. ყოველთვის ლეოს ვირჩევ, რადგან მარადონას თამაშები მხოლოდ ჩანაწერში მინახავს, "ლა პულგას" წინააღმდეგ კი - ვითამაშე". [Diario Sport]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 11 მაისი 2020 00:43
    0
    ალენია რა ნიუკასლში ხომ არ გაჟრიალებთ? მესმის ის არაბი მილიარდელია მარა მაგის გაშვება შეიძLბეა? ხალხო გაიგეთ რომ ზე ტალენტია ეგ ბიჭი შეიგნეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ! ყველას კაი იგროკი უნდა თორე რატომ არ მიყავთ პუჩი? აი რატო?
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა