"ბარსელონამ" კოუტინიოს ზურგი არ უნდა აქციოს!

  • 10-05-2020, 16:41
  • "ბარსელონამ" კოუტინიოს ზურგი არ უნდა აქციოს!

    უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ფილიპე კოუტინიოს გარშემო გავრცელებულ ცნობებს ბოლო არ უჩანს. არ დარჩა კლუბი, რომელიც ბრაზილიელის შეძენით არ არის დაინტერესებული. ბოლოს, საერთოდ, "ნიუკასლის" სახელიც კი გავიგონეთ, სადაც "არაბული ინვესტიცია" არის მოსული და ახალი ხელმძღვანელობა, რა გასაკვირია, ხმაურიან ტრანსფერებს ეძებს. 

    ქართულ ენაში დამკვიდრებულ გამოთქმებს შორის, განსაკუთრებული ანტიპათია მხოლოდ ერთის მიმართ მაქვს - "კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება". როგორც წესი, მას გამოუცდელი ადამიანის შეცდომაში შეყვანის მიზნით იყენებენ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, კოუტინიოს სატრანსფერო ჭორები, მაინცდამაინც, უსაფუძვლო არ უნდა იყოს.

    იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ბარსელონა" მის მოცილებაზეა გადასული. ოღონდ, ვინმემ ფული გადაიხადოს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გუნდის მწვრთნელი, გულშემატკივარი ან თავად ფეხბურთელი რას ფიქრობს. რითი დაიმსახურა ბრაზილიელმა კლუბის ხელმძღვანელობისგან ასეთი მოპყრობა, გაუგებარია.

    კოუტინიო "კამპ ნოუზე" 2018 წლის იანვარში მოვიდა, როდესაც სეზონის ნახევარი უკვე განვლილი იყო. იგი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარა, მაგრამ ლა ლიგასა და ესპანეთის თასზე შეძლო იმ თამაშის ჩვენება, რომელსაც მისგან ყველა ველოდით და რომლის გამოც გახდა იგი "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი.

    პირველ სეზონში ვალვერდემ გუნდის ტრადიციული ფორმაცია შეცვალა და "ბარსელონა" 4-4-2 სისტემით ათამაშა. კოუტინიო ქაღალდზე ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე იყო განწესებული, თუმცა გუნდის შეტევებში მონაწილეობას, მეტწილად, მოედნის ცენტრიდან იწყებდა, რაც ახლოს იდგა იმ როლთან, რომელსაც იგი "ლივერპულში" ასრულებდა. შედეგად, მან ნახევარ წელიწადში 22 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და შეასრულა 6 საგოლე გადაცემა, რაც შუა სეზონში მოსული ნახევარმცველისთვის შესანიშნავი სტატისტიკაა.

    ვალვერდემ მომდევნო წლიდან "ბარსას" 4-3-3 სისტემაზე დაბრუნება გადაწყვიტა, რაც, თუ არ გავითვალისწინებთ გუნდის სათამაშო სტილს, სწორი გადაწყვეტილება იყო. რატომღაც, მან ჩათვალა, რომ ფილიპე იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც ნეიმარის წასვლით შეტევის მარცხენა ფლანგზე შექმნილი სიცარიელე უნდა შეევსო. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქრო, რომ ამის მიზეზი დემბელეს უსასრულო ტრავმიანობა გახდა, მაგრამ ეს ასე არ არის. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ფრანგი, სრულად ჯანმრთელი, სათამაშოდ მზად, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, შეტევის ტრიოს კი მესისთან და სუარესთან ერთად, კოუტინიო ქმნიდა. ბასკი სპეციალისტი, მიუხედავად ფეხბურთელის გარემარბის პოზიციაზე არასახარბიელო ასპარეზობისა, ჯიუტად არ ცვლიდა არაფერს კოუტინიოს თამაშში. მოკლედ რომ ვთქვათ, "ქვა ააგდო და თავი შეუშვირა".

    2018-19 წლების სეზონში კოუტინიოს წინას მსგავსი მონაგარი ჰქონდა - 11 გოლი, 6 საგოლე პასი. მაგრამ ამისთვის მას, 22-ის ნაცვალად, 54 მატჩი დასჭირდა. ფილიპეს შედეგიანობა 2.5-ჯერ იყო შემცირებული, თუმცა ეს სტატისტიკის მოშველიების გარეშეც არაჩვეულებრივად ჩანდა. იმ თამაშებშიც კი, რომელშიც ის გოლის გატანა ახერხებდა, თავს მხოლოდ უფერული და უნაყოფო თამაშით გვამახსოვრებდა.

    ჯოხი მხოლოდ ერნესტო ვალვერდეზე არ უნდა გადატყდეს. მიუხედავად ასაკისა, ფილიპეს, კვლავ, ბავშვის მენტალიტეტი აქვს. ჩაგდებული თამაშების შემდეგ, მასში, ნაცვლად ბრაზილიელი სუპერვარსკვლავისა, "გაბუტულ" ბავშვს ვხედავდით. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში კი ბრძოლის გარეშე ადგილს ვერ დაიმკვიდრებ და, პრინციპში, არც იმსახურებ.

    ალბათ, არაპოპულარული მოსაზრებაა, მაგრამ ფილიპეს შეუძლია, "ბარსელონაში" ისტორია შექმნას. ამისთვის მას მხარდაჭერა სჭირდება როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მწვრთნელის, გუნდელების, ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრის დახმარებით, მჯერა, რომ კოუტინიო რეაბილიტაციასა და საკუთარი თავის დამტკიცებას შეძლებს.


    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    სპარტაკი წევრი [?]

    15 მაისი 2020 20:46

    მინდა კოუ ბარსაში მიეცეს შანსი და მჯერა იქნე შეუცვლელი ფიგურა.

    0
    გასულია
    kortoxa23 Culé [?]

    11 მაისი 2020 17:32

    ნახევარდაცვაში არ გვყავს კოუტინიოსაცით შემქნელი. კოუტინიო იყიდეს ინიეტას შემცვლელად სწორედ ინი უნდა შეცვალოს და არა ნეიმარი. მე არმსურს კოუტინიოს წასვლა

    0
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    o.dembele11 წევრი [?]

    11 მაისი 2020 14:13

    დემბელეზე დაწერეთ განაახლა თუარა ვარჯიში იმედია მორიგი ტრამვა არ მიიღო

    ციტატა: mesito
    საცოდაობა არ არის ვიდალი გუნდში იყოს და ამას შანსი არ ეძლეოდეს?

    რაგინდა ვიდალთან არმესმის მისნაირი მონდომებული რომ იყოს ყველა მესის გარდა იმ 2 ლიგას არ დავკარგავდით ტიპმა ყველაფერი გააკეთა პირველ მატჩში ჰენდერსონი ჩაისვა ჯიბეში და სალაჰი გაქვავებული ყავდა ძეგლივით მეტი რაა ქნას რეალს კიდე გოლი გაუტანა და სულს და გულს დებს ყოველ მატჩში ნეტა მისნაირი ჟილკიანი ბევრი იყოს ბარსაში

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    11 მაისი 2020 13:23

    ამისი ხელფასი და ის ბონუსი რომელიც ლივეს უნდა უხადონ... ორი მიზეზი რაც ამის დაბრუნების შანსებს ანულებს ჩმორთუმეუს აზრით

    1
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    11 მაისი 2020 11:25

    უუჭველი უნდა დავიბრუმოთ დღევანდელ ნახევარდაცვას სამჯერ აღემატება თან ყველას

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    mesito წევრი [?]

    11 მაისი 2020 00:33

    საცოდაობა არ არის ვიდალი გუნდში იყოს და ამას შანსი არ ეძლეოდეს?

    2
    გასულია
    მურმანი გულშემატკივარი [?]

    10 მაისი 2020 21:55

    ციტატა: B.A.r.c.A
    სანამ მესსია ბარსაში ეს ვერ ეგირსება თამაშს ამან რაც კოპაზე იკადრა ბარსაში რანამუსით უნდა დაბრუნდეს

    რა იკადრა?

    1
    საიტზეა
    B.A.r.c.A ფანი [?]

    10 მაისი 2020 21:02

    სანამ მესსია ბარსაში ეს ვერ ეგირსება თამაშს ამან რაც კოპაზე იკადრა ბარსაში რანამუსით უნდა დაბრუნდეს

    1
    გასულია
    cruyff9 Culé [?]

    10 მაისი 2020 20:56

    ehhh cou couu(((((((

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    10 მაისი 2020 20:46

    კოუს სჭირდება ავტორიტეტი მწვრთვნელი,რომელიც საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს.

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    10 მაისი 2020 18:51

    ეგეთი რაღაცა არ ჩვეოდა იმ კლუბს რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ შემიყვარდა მარა ნელნელა ყველაფერი შეიცვალა. დროულად უნდა მოიშორონ კატალონიელებმა ეს არასწორი ბორდი. ბართუშას თამადობით

    9
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    10 მაისი 2020 18:02

    სპორტმა დაწერა 88 მილიონს იხდის ნიუკასლიო და თუ მართალია უეჭველი უნდა გაუშვან კიდე სხვებიც რო გაყიდონ ნეიმარს დააბრუნებენ და ბევრად გავძლიერდებით ვიდრე კოუტინიოს მოყვანით. მერე რუისი და უპამეკანოც იყიდონ და ვსო არავინ არ გვინდა განათხოვრებულებიდან ტოდიბო და კუკუელია დაითრიონ პუჩი დააწინაურონ. ლაუტარო თუ ვერ ითრიეს არ იქნება დიდი პრობლემა. უმტიტი ფირპო რაკეტა რაფინია ალენია და კიდე ვინც გვყვავს განათხოვრებულები ისინიც გაყიდონ. ფატი და არაუხო იჯარა 1 წლით

    5
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    10 მაისი 2020 17:42

    უნდა დავაბრუნოთ ეს ერთი შანსი უნდა მიეცეს

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    რივალდო-მესი წევრი [?]

    10 მაისი 2020 17:37

    რა გითხრათ ყველა ვხვდებით აქ რა უნდა ვქნათ და როგორ🙂 აბა იქ რა ჭირთ იმ ჩემისებს? იასნია დააყენე ცენტრში დაუყენწ გვერდით დეიონგი ბუსკეცი, ჩაანაცვლე ხოლმე არტურით. წავა მერე პენსიაზე ბუსკეცი გაისად ალბათ და გვექნება დეიონგი აპორნად და არტური კოუტინიო. ასეთ ნახევარ დაცვას მატრულობს ბევრი დიდი გუნდი. მაგრამ ჩვენ არც ყიდვა ვიცით, არც გაყიდვა (ამაში ვაბშე ჩლუნგები ვართ) და დაჟე ნაყიდის გამოყენებაც კი არ ვიცით. რუსი იმედი უნდა გვქონდეს აზრზე არ ვარ🙁

    5
    საიტზეა
    Pablos ar abia წევრი [?]

    10 მაისი 2020 17:26

    ციტატა: Tsitsi
    აუცილებლად უნდა მიეცეს კიდევ ერთი შანსი.

    ამხელა კაცი ბავშვივით ტიროდა სიხარულისაგან გადმოვიდა არ გამოუვიდა რაღაცები დებილი ვალვერდეს გამო და აითვალწუნეს იმსახურებს ნამდვილად ერთ შანს.

    6
    გასულია
    Arthur008 წევრი [?]

    10 მაისი 2020 17:21

    კოუ უნდა დაბრუნდეს და გააკეთებს ყველაფერს დარწმუნებული ვარ❤️❤️ამის ტრანსფერი ჩემი ოცნება იყო

    11
    გასულია
    Tsitsi მწერალი [?]

    10 მაისი 2020 17:18

    აუცილებლად უნდა მიეცეს კიდევ ერთი შანსი.

    9
    საიტზეა
    Pablos ar abia წევრი [?]

    10 მაისი 2020 17:00

    არშემძლება არა უპატივცემულობაა ტიპი გიჟდება ბარსაზე და კლუბი ესე მოექცეს უნდა დაიბრუნონ და ათამაშონ როგორც და სადაც საჭიროა

    12
    პარტნიორები
    Flashscore.ge