ფოკუსს მიღმა - 09.05.2020

ფოკუსს მიღმა - 09.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

პიანიჩი

პიანიჩმა "არსენალისა" და "ტოტენჰემის" შეთავაზებებს უარით უპასუხა. ფეხბურთელს გადაბარგება "ბარსელონაში" სურს. [ La Gazzetta Italia]

ლაუტარო მარტინესი

"პარი სენ-ჟერმენი" მიხვდა, რომ "ბარსას" ინტერესთა სფეროში მყოფი ლაუტარო მარტინესის გადაბირება შეუძლებელია. [ Mundo Deportivo]

"ბარსელონა" ლაუტაროსთან დაკავშირებით მშვიდადაა განწყობილი. ბევრი კლუბის ინტერესის მიუხედავად, "ბლაუგრანა" დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს ლიონელ მესის გვერდით, "კამპ ნოუზე" თამაში სურს. [Mundo Deportivo]

თითქმის 2 თვიანი შესვენების შემდეგ, ლაუტარო მარტინესმა გუშინ ვარჯიში განაახლა.

"ბარსელონა" "ინტერს" ლაუტაროს სანაცვლოდ არტურო ვიდალს, სამუელ უმტიტის, ნელსონ სემედუს, ჟუნიორ ფირპოს, რაფინიასა და ტოდიბოს შესთავაზებს. კატალონიელები მზად არიან, ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან 2 ფეხბურთელს შეელიონ და 60 მილიონი ევრო დაამატონ. [Sport]

არტურო ვიდალი

იტალიელმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტრემ "ინტერისათვის" არტურო ვიდალის შეძენა მოითხოვა. თავკაცს ჩილელთან კარგი ურთიერთობა აქვს, ვინაიდან, ისინი ერთად "იუვენტუსში" მუშაობდნენ. [Tuttosport]

არტურო ვიდალი მზად არის, "იუვენტუსში" დაბრუნდეს და ამით "ბარსელონასაკენ" გზა პიანიჩს გაუხსნას. [AS]

ლუის ფელიპე

"ბარსელონას" ზაფხულის ერთ-ერთი სამიზნე, ლუის ფელიპე: "სასიამოვნოა, როცა ვიგებ, რომ "ბარსა" ჩემზე ფიქრობს". [UOL]

ჟან-კლერ ტოდიბო

კიკე სეტიენს ფრანგი ცენტრალური მცველის, ტოდიბოს გამოცდა იქამდე სურს, სანამ მას რაიმე ბარტერში ჩართავენ. მწვრთნელს საკუთარი თვალით ჟან-კლერის შესაძლებლობები არ უნახავს, რადგან მის მოსვლამდე გაანათხოვრეს. [Mundo Deportivo]

"რომა" კრის სმოლინგის ერთ-ერთ შემცვლელად "ბარსელონას" 20 წლის ცენტრალურ მცველს განიხილავს. [Corriere Dello Sport]

ლუის ალბერტო

"ლაციოს" ნახევარმცველი, ლუის ალბერტო აცხადებს: "ლიონელ მესი საუკეთესოა, რადგან კრიშტიანუ რონალდუ უკვე 2-ჯერ დავამარცხე. პორტუგალიელს მებრძოლის მენტალიტეტი აქვს, ყველაფერი მოიგო, რაც სურდა, თუმცა ლიონელი მირჩევნია". [Sport Mediaset]

რონალდ არაუხო

"ბარსელონა ბ-ს" ახალგაზრდა ფეხბურთელი, რონალდ არაუხო ზაფხულში ესპანეთის მოქალაქეობას იღებს და მომავალი სეზონიდან კატალონიური კლუბის მე-4 ცენტრალური მცველი იქნება.[Mundo Deportivo]

დონი ვან დე ბეეკი

"ბარსელონა" ამსტერდამის "აიაქსის" 23 წლის ნახევარმცველით, დონი ვან დე ბეეკით ინტერესდება. [Sky Sport]

ლეანდრო პარედესი

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი, ლეანდრო პარედესი აცხადებს: "მესის ისე ვეპყრობით, როგორც სხვებს, თუმცა ეს მარტივი არაა. ვცდილობთ, რომ ლეომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს და ერთი მიმართულებით გადავაადგილდებით, რადგან ყველა მასთან იყოს. მჯერა, რომ ეს ძალიან კარგი იქნება არამარტო მისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის". [Fox Sports]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    რედაქტორი [?]
    #3 10 მაისი 2020 12:41
    0
    დიდი ალბათობით, ვიდალი წავა..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 მაისი 2020 02:01
    0
    დე იონგი (საყრდენზე) არტური და ვან დე ბეეკი მშვენიერი ვარიანტია .....დე ბრუინის ვარიანტი თუ განიხილება საერთოდ კარგი იქნებოდა ძალიან
    გულშემატკივარი [?]
    #1 10 მაისი 2020 00:54
    1
    მოიყვანეთ ვან დე ბეეკი არარის ხელიდან გასაშვები ბიჭი.. დე ბრუინის მერე ყველაზე მეტად მაგის მოსვლა მინდა.. თუ მოიგვანეს გაუშვან არტური მაგშემთხვევაში მე პირადდად არ დამწყდება გული