რომელ გუნდებში გადასვლა იქნებოდა იდეალური ივან რაკიტიჩისთვის?

  • 8-05-2020, 21:13
  • რომელ გუნდებში გადასვლა იქნებოდა იდეალური ივან რაკიტიჩისთვის?

    ივან რაკიტიჩის მომავალი დიდი ხანია სპეკულაციების საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ახლო წარსულში მას "სევილიაში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, ანდალუსიურ გუნდში ტრანსფერი, ფაქტობრივად, გამოირიცხა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ხელფასია, მისთვის "სევილია" იმდენივეს ვერ გადაიხდის, რამდენსაც "ბარსელონა". შესაბამისად, ფინანსური გარემოების გათვალისწინებით, მილანის "ინტერისა" და პსჟ-ს ვარიანტი ჯერაც რეალურია.

    ინტერი

    "ინტერს" ხორვატის მიმართ სიმპათიები არასოდეს დაუმალავს. მილანელები საკმაო დროის განმავლობაში მისი გადმობირების გზებს ეძებდნენ. კატალონიურ და მილანურ გრანდებს შორის გარკვეულ სატრანსფერო საუბრებს ადგილი გასულ ზაფხულშიც ჰქონდა, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

    "ნერაძური" სკუდეტოს მოგების რეალურ შანსებს კვლავაც ინარჩუნებს და ეჭვგარეშეა, რომ ივანის კალიბრის ფეხბურთელი მათ გააძლიერებს და დასახული მიზნის მიღწევის შანსებს გაუზრდის. ნახევარმცველს ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას მისცემს, რომ იტალიური ფეხბურთის სტილს მარტივად მოერგოს და ადაპტაცია არ გაუჭირდეს.

    პსჟ

    "პარი სენ-ჟერმენი" რაკიტიჩისთვის კარიერის გასაგრძელებლად კიდევ ერთი გამოსარჩევი კლუბია. იმ შემთხვევაში, თუ ის "ბლაუგრანას" ამავე ზაფხულს დატოვებს, პარიზულ გუნდში გადასვლა კატალონიელებისთვის სატრანსფერო კუთხითაც მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. "ინტერის" მსგავსად, პსჟ-ც ხორვატის მიმართ სიმპათიებს დიდი ხანია გამოხატავს და მათი, როგორც რაკიტიჩის მომავალ კლუბად განხილვა, აზრსმოკლებული არ იქნება.

    მარკო ვერატისა და იდრისა გეიეს მხარდამხარ ივანს "პარკ დე პრინსზე" ნახევარდაცვის შთამბეჭდავი ტრიოს ფორმირება შეეძლება. მისი მრავალმხრივი უნარები კი ტომას ტუხელს სხვადასხვაგვარი ტაქტიკური მონახაზების შემუშავებაში დაეხმარება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    9 მაისი 2020 00:36

    როგორ გვეტენება ეს ღორის შვილი წადი რა მოგვშორდი შე მძორო

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    8 მაისი 2020 22:30

    ჩემი აზრით ხორვატიაში უნდა დაბრუნდეს რაკეტა ვინაიდან უკვე ასაკშიც არის

    2
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    პარტნიორები
    Flashscore.ge