ჩავის უამრავი ალტერნატივა

ჩავის უამრავი ალტერნატივა

 თუ ჩავი "ვალიადოლიდთან" ვერ ითამაშებს, პეპ გვარდიოლას დიდი სანერვიულო არ იქნება. ტრიო, რომელიც ბუსკეტსის, ტურესა და ინიესტასგან შედგება, მშვენივრად გამოიყურება.
 თუ განმეორებითი აპელაცია არ დაკმაყოფილდება, სასტარტო შემადგენლობა მაინც ძლიერი დაცვის ხაზით გამოვა "ნოუ კამპზე". ჩავიმ ამ სეზონში ხუთი მატჩი გამოტოვა, მაგრამ "ბარსელონამ" ყველა მათგანი მოიგო.

 ინიესტა, ნატურალური შემცვლელი
 ყველაზე თვალსაჩინო არჩევანი გვარდიოლასთვის ჩავის შესაცვლელად ანდრეს ინიესტაა, რომელმაც ძალიან მოკლე დროში მოახერხა ტრამვის მოშუშება. ანდრესს პირველად არ მოუხდება ცენტრალური ფლეიმაიკერის პოზიციაზე ჩავის შეცვლა. მან ამ სეზონში ეს უკვე ორჯერ გააკეთა. ორივეჯერ "ნოუ კამპზე" "რასინგისა" და "ოსასუნას" წინააღმდეგ. ინიესტამ ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც("ბარსელონა" : "შტუტგარტი" 4:0) ითამაშა იმავე პოზიციაზე, მაგრამ მაშინ ესპანელი მარცხენა ფლანგზეც ახერხებდა გადასვლას.

 ტურე, შემდეგი ალტერნატივა
 გვარდიოლას ასევე შეუძლია ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება და 4-2-3-1 - ზე გადასვლა. საყრდენ ნახევარმცველის პოზიციაზე კი იაია ტურე ითამაშებს, შეტევებში ბუსკეტსი ჩაერთვება. ამ ტაქტიკამ "ოსასუნასთან" და "შტუტგარტთან" მატჩებში განსაკუთრებით გაამართლა. ამ პოზიციაზე ტურემ თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მატჩი ჩაატარა და "ბარსამაც" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

 ბუსკეტსი, ტურე და კეიტა
 სერხიო ბუსკეტსი, იაია ტურე და სეიდუ კეიტა ასევე გამოიყენა პეპ გვარდიოლამ ნახევარდაცვის ხაზში რამდენჯერმე, როდესაც ჩავი ვერ თამაშობდა. იმ მატჩებშიც კატალონიურმა კლუბმა დიდ წარმატებას მიაღწია: სტუმრად "სარაგოსასთან"(2:4) და "კულტურულ ლეონესასთან"(0:2). ტურე მინდორზე მშვენივრად გამოიყურებოდა და ჩავიც სრულყოფილად შეცვალა.

 ტიაგო ალკანტარა, სათადარიგო შემცვლელი
 ჩავი შეიძლება შეცვალოს ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ. ჯონათან დოს სანტოსი უფრო ნატურალური შემცვლელი იქნებოდა, რომ არა მისი ტრავმა. ტიაგომ ამ სეზონში ორი მატჩი ჩაატარა. იგი უფრო შემტევ პოზიციაზე თამაშობდა ანდრეს ინიესტას წინ. ტიაგომ "სევილიასთან" მატჩში ძირითადში ითამაშა, ხოლო "რასინგთან" მატჩში ტურე შეცვალა. სწორედ იმ თამაშში ახლაგაზრდა ფეხბურთელმა პირველი გოლი გაიტანა "ბარსას" მაისურით.

წყარო: www.fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.