"რენის" მწვრთნელი: კამავინგა გუნდში დარჩენას აპირებს

"რენის" მწვრთნელი: კამავინგა გუნდში დარჩენას აპირებს

ედუარდო კამავინგას "ბარსელონაში" გადმოსვლა, "რენის" მწვრთნელის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა.

მას შემდეგ, რაც ფრანგები ჩემპიონთა ლიგაზე ოფიციალურად კვალიფიცირდნენ, ჟულიენ სტეფანი ფიქრობს, რომ ეს გარემოება 17 წლის ფეხბურთელს გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩენისკენ უბიძგებს.

"ეჭვგარეშეა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მის გუნდში დასარჩენად კარგი ამბავია," განაცხადა სტეფანმა Ouens France-თან.

"ის კარგ გარემოში იმყოფება. თავისი ბავშვობის კლუბთან მჭიდროდაა დაკავშირებული, კარგად იცნობს მის გარშემო მყოფ ადამიანებს. თუ ედუარდო ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენთან ერთად ითამაშებს, ნამდვილად დაგვეხმარება."

"მის მომავალთან დაკავშირებით არსებული ჭორების შესახებ წაკითხული მაქვს და საპირისპიროდ შემიძლია ვთქვა, რომ მის გეგმებში გუნდში დარჩენა შედის."

"კამავინგა ხვდება, რომ ყველაზე პოზიტიური და დადებითი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, მომავალ წელს ჩვენთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და თავის გამოჩენაა."

არსებული ვითარება სრულ თანხვედრაშია "რენის" ახლო წარსულში გაკეთებულ განცხადებებთან, რომელთა მიხედვითაც მათ ფრანგის ამ ზაფხულშივე გაყიდვა არ სურდათ.

კამავინგა "რენის" აკადემიის წევრი 11 წლის ასაკიდანაა. ნახევარმცველის დებიუტი ლიგა 1-ში შარშან, აპრილის თვეში, 16 წლის ასაკში შედგა.

მას შემდეგ, ედუარდო პირველი გუნდის განაცხადში 43-ჯერ მოხვდა, უშუალოდ მოედანზე კი 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

Diario AS-ის ცნობით, ფრანგები მას 50 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა ამჟამად მისი გაყიდვით დაინტერესებულნი არ არიან.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    India
    სტუმარი [?]
    #3 3 მაისი 2020 11:30
    6
    ძაან მაგარი ბიჭია კამავინგა აი ძალიან. კამავინგა, გენდუზი, სუმარე, უპამეკანო, ჩერკი, აუარი... ძაან მაგარი თაობა მოუდით ფრანგებს.
    ფანი [?]
    #2 3 მაისი 2020 00:17
    5
    მაგარი ბიჭია ძაან. ამის მოუვანის ტვინი და ტაკუნები არ აქვს აჩკარიკას
    Culé [?]
    #1 3 მაისი 2020 00:08
    5
    Rud Gulit- s xom gavs?! ))