ყოფილ კლუბში დასაბრუნებლად რაკიტიჩი შემცირებულ ხელფასს უნდა დათანხმდეს

  • 1-05-2020, 23:49
  • ყოფილ კლუბში დასაბრუნებლად რაკიტიჩი შემცირებულ ხელფასს უნდა დათანხმდეს

    სევილიური გამოცემის, Estadio Deportivo-ს ინფორმაციით, ანდალუსიურმა კლუბმა  "რამონ სანჩეს პისხუანზე" დასაბრუნებლად, ივან რაკიტიჩს ხელფასის შემცირებაზე თანხმობა სთხოვა.

    ამჟამად ხორვატი ფეხბურთელი წელიწადში 8 მილიონ ევროს იღებს. ხელფასის  გარდა, "სევილიას" ყოფილი კაპიტნის ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდება.

    კლუბში დაბრუნების შემთხვევაში, მას საკმაოდ ხანგრძლივ კონტრაქტს გაუფორმებენ, რაც 32 წლის ფეხბურთელს კარიერის დასრულებამდე უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობას მისცემს.

    იმავე წყაროს ცნობით, ივანს კიდევ ორი მსურველი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი კი "ბარსელონაზე" მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს.

    შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. კატალონიელები კი მისთვის ხელშეკრულების განახლებას არ აპირებენ. ისინი ნახევარმცველს ამავე ზაფხულში გაყიდიან, რათა 2021 წელს უფასოდ გამომშვიდობება არ მოუწიოთ.


    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    2 მაისი 2020 01:29

    ეუჰ ვსიო დაბალ ხელფას არა იმას დათანხმდება ეს აუ თუ დარჩა და ისევ შეგვეტენა იმედია ამოალპობენ სკამზე ისე რო თავში ხელები ირტყას და იძახდეს რატობარ წავედიო

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge