Whatsapp-ის ჩატი, მენტორობა და სხვა - როგორ ზრუნავდა მესი ნეიმარზე

  • 1-05-2020, 21:54
  • Whatsapp-ის ჩატი, მენტორობა და სხვა - როგორ ზრუნავდა მესი ნეიმარზე

    ნეიმარის “ბარსელონაში“ დაბრუნება ყველაზე მეტად ლიონელ მესის სურს. გარდა იმისა, რომ ბრაზილიელთან ერთად კატალონიურ გუნდს უზარმაზარი შეტევითი არსენალი ჰქონდა, მოედანს მიღმაც ნეისა და ლეოს საკმაოდ ახლომეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. 

    MSN-ის საერთო ჩატი Whatsapp-ზე

    გასულ ზაფხულში ლეო მესიმ გაამჟღავანა, რომ "ბარსას" ყოფილ შემტევ ტრიოს, Whatsapp-ზე საერთო ჩატი ჰქონდა. არგენტინელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა, მას და ლუის სუარესს ბრაზილიელთან ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ.

    "Whatsapp-ზე ჯგუფი მაქვს, სადაც ჩვენ - სუარესი, ნეიმარი და მე ვართ. ნეიმარი ფენომენია და დიახ, ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი ისევ გვაქვს."

    მესის ყოფილი თანაგუნდელის დაბრუნება ძალიან სურდა

    რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ მესის ნეიმარის გუნდში დაბრუნება სურდა.

    "დახარჯა თუ არა "ბარსელონამ" სრული ძალა ნეიმარის გასაფორმებლად? გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი. მე საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და გააკეთა თუ არა კლუბმა ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა."

    ლეომ ახსნა, თუ რატომ უნდოდა მას ბრაზილიელი შემტევის დაბრუნება, თუმცა, ფანების ნაწილისა და საბჭოს ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობის მიზეზსაც ხვდება.

    "ნეიმარის დაბრუნება, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა. მე მესმის იმ ხალხის, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. მაგრამ, საფეხბურთო კუთხით, ნეიმარი მოსფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გუნდში ყოფნა ყველა მიზნის მიღწევის შესაძლებლობას გაგვიზრდიდა."

    ლეო ნეიმარის მენტორი იყო

    ბრაზილიელმა ახლახანს ახსნა, თუ როგორ ეხმარებოდა მას მესი "ბარსელონაში" ყოფნის დროს. თავდაპირველად, ნეიმარის თამაში ისეთი არ იყო, როგორსაც მოელოდნენ. თუმცა, არგენტინელმა საკუთარი ფრთის ქვეშ შეიფარა და მის კატალონიური გუნდის თამაშში ინტეგრირებას მაქსიმალურად ცდილობდა.

    "გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან რთულია მესიზე საუბარი, რადგანაც ის ჩემთვის განსაკუთრებული იყო, ამას ყველას ვეუბნები."

    "იმ მომენტში, როდესაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჩემთან მოვიდა და დახმარების ხელი გამომიწოდა. მან მითხრა: მოდი, მე აქ შენს დასახმარებლად ვარ."

    "გასახდელში ვტიროდი, ჩემებურად ფეხბურთს ვერ ვთამაშობდი, არაფერი იცვლებოდა. სწორედ ამ დროს გავჩერდი და დავფიქრდი... თუ ლეო ამას მეუბნება, რატომაც არა? მას შემდეგ რაც ჩვენ დავმეგობრდით, თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობდი."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BarcelonaFanTV გულშემატკივარი [?]

    2 მაისი 2020 09:18

    ციტატა: BOMBORA..NEYMAR JR..MSN..ANSU FATI
    არაუშავს შეცდომა დაუშვი მაგრამ უშეცდომო არავინ ვართ დედამიწაზე და ყველას გვაქ უფლება და შანსი რო გამოვასწოროთ და იმედია ამ შანს არ გაუშვებ ხელიდან

    ჰოდა უნდა გამოვასწოროთ და არა სასამართლოში ვუჩივლოთ

    1
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    საიტზეა
    BOMBORA..NEYMAR JR..MSN..ANSU FATI ფანი [?]

    2 მაისი 2020 08:25

    არაუშავს შეცდომა დაუშვი მაგრამ უშეცდომო არავინ ვართ დედამიწაზე და ყველას გვაქ უფლება და შანსი რო გამოვასწოროთ და იმედია ამ შანს არ გაუშვებ ხელიდან

    1
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე❤️ ჩემი ოქროს ბიჭუნა ბარსას მომავალი❤️❤️❤️❤️❤️⚽⚽⚽⚽🏆
    ❤️Take us back at home Our crazy neymar-jr❤️
    ⚽ MSN⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽ MSN ⚽
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    2 მაისი 2020 01:13

    კარგად დაუფასე პარიზში გაქცევით.

    3
    საიტზეა
    Iniesta_8 წევრი [?]

    2 მაისი 2020 00:34

    ნეიმარი რო დარჩენილიყო ახლა შესაძლოა მესის ნაცვლად ლიდერი თვითონ ყოფილიყო და ოქროს ბურთსაც მოიგებდა, მარა აწი აღარ ღირს მასში ფულის გადახდა

    2
    გასულია
    mesi_10 Culé [?]

    1 მაისი 2020 23:53

    ფულმა დაღუპა ეს ჩემისა ფულმა ყოფილიყო ბარსელონაში

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    1 მაისი 2020 23:05

    და ამანაც რა მაგრად დაუფასა მესის ეს ყველაფერი დაკრა ფეხი და პესეჟეში გაიქცა თუ მოიყვანეს ორმაგად მოუწევს გარჯა რო მოძულებული ფანების სიყვარული დაიბრუნოს

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge