კიკე სეტიენი: არტურის ადგილას, "ბარსას" დატოვების სურვილი არც მე მექნებოდა

  • 1-05-2020, 19:34
  • კიკე სეტიენი: არტურის ადგილას, "ბარსას" დატოვების სურვილი არც მე მექნებოდა

    La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა.

    "ბლაუგრანას" დირექტორებთან ხშირად ვსაუბრობ, თუმცა არტურისა და მირალემ პიანიჩის თემაზე არავის არაფერი უთქვამს.

    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბრაზილიელმა უკვე ორჯერ განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში დარჩენა სურს და მისი იდეალურად მესმის. მელოს ადგილას, იმავეს ვიფიქრებდი - არც "ბარსას" დავტოვებდი და არც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის გვერდით თამაშის შესაძლებლობას გავანიავებდი.

    პიანიჩი? დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მხოლოდ იმ თემებზე საუბარი შემიძლია, რაც ახლა ხდება. სატრანსფერო ბაზარზე საუბარს ვერ გავბედავ. დიდი კლუბების უმეტესობას ბიუჯეტის გადაწყობა მოუწევს, რადგან ზარალი უაზარმაზარია. ძვირადღირებულ მოთამაშეებს ვერ  გავწვდებით. თვენახევრიანი კრიზისი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბევრი კლუბის ეკონომიკური დრამა ზედაპირზე ამოეტივტივებინა", - აცხადებს სეტიენი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    1 მაისი 2020 21:16

    იასნა ჯერ იმის დედა მივაცენზურე ვინც ამის პიანიჩში გაცვლა გაიფიქრა და მერრ იმის ვინც გაუშვას

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ana anukii ფანი [?]

    1 მაისი 2020 20:41

    არტური წელს ფრენკიზე უკეთეს ფორმაში იყო სანამ გაიტრამვებოდა თუ დაავადებას აიკიდებდა.. მისი გაშვება სრული დაუნიზმი იქნება და მეტი არაფერი

    3
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    1 მაისი 2020 20:25

    არტური ვინც გაუშვას ისიყოს რამოსის დედა. ყველაზე კლასნია ფრენკისთან ერთად

    1
    გასულია
    NEYBarca ფანი [?]

    1 მაისი 2020 19:50

    ოპაა , სანჩოთი ინტერესდება ბარსაოოოო😀 ნეიმარის მოთრევას სანჩო იყიდონ

    2
    გასულია
    Alien messi გულშემატკივარი [?]

    1 მაისი 2020 19:39

    რით ჯობს ამას პიანიჩი ჯარიმებს ურტყამს კარგად კონკურენტი ვინ ეყოლება ბარსაში მაგ საქმეში🤣 ასაკს რო თავი გავანებოთ ეხლა ჯობს დამწყები არტური პიკში მყოფ პიანიჩს და ერთ ორ წელში რას იზამს არტურა🔥

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge