მატჩი, რომელმაც იბრას ბედი განსაზღვრა

მატჩი, რომელმაც იბრას ბედი განსაზღვრა

Mundo Deportivo-მ "ბარსას" ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მატჩი გაიხსენა. 10 წელი გავიდა "ბარსელონა" – "ინტერის" შეხვედრიდან, რომელიც "კამპ ნოუზე" ჩატარდა. "ბარსამ" მოიგო მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, მაგრამ ერთბურთიანი სხვაობა არ ეყო და ფინალში ვერ გავიდა.

არადა, გვარდიოლას შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც მოგვიანებით ზიდანმა გააკეთა, "რეალთან" ერთად. პეპის "ბარსას" შეეძლო სამჯერ ზედიზედ მოეგო ჩემპიონთა ლიგა. ერთი გამარჯვება უკვე მოპოვებული ჰქონდათ, რომში, "მანჩესტერთან". მოგვიანებით კიდევ ერთხელ იზეიმებენ "უემბლიზე", ასევე "მანჩესტერთან", მაგრამ ამ ორ ფინალს შორის, იყო კიდევ ერთი შანსი, რომელიც "ბარსამ" ვერ გამოიყენა.

ეს იქნებოდა ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ფინალი, "ბერნაბეუზე" ტარდებოდა, შესაბამისად, "ბარსას" მოტივაცია დიდი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მოხდა ისეთი, რამაც ყველაფერი გააფუჭა.

პირველ რიგში მოხდა.. ვულკანი! რის გამოც "ბარსა" მილანში ავტობუსით ჩავიდა და თითქმის ყველა ბუკმეკერი უპირატესობას "ინტერს" ანიჭებდა. ხალხი მიხვდა, რომ მრავალსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ფეხბურთელებს ფიზიკური მომზადების პრობლემები შეექმნებოდათ.

ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა მოურინიომ, რომლის "ინტერიც", ტაიმის ბოლოს, ანუ მაშინ, როცა "ბარსას" ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, სწრაფ კონტრშეტევებზე გადავიდა და ამან შედეგიც გამოიღო.

პრობლემა იყო ინიესტას არყოფნა და პრობლემა იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯობა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, განმეორებით შეხვედრაში მაინც იყო შანსი, მაგრამ პრობლემამ თავი აქაც იჩინა, ამ პრობლემას პეპ გვარდიოლამ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაარქვა.

პეპის აზრით, სწორედ ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა და "ბარსამ" ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.

ამ თამაშის შემდეგ, მათ შორის ურთიერთობა, საბოლოოდ გაფუჭდა.

თავის მხრივ, არც იბრა პატიობს გვარდიოლას, რომ კლუბიდან გაუშვა. შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არ მისცა და თითქმის ყველა ინტერვიუში, შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ გვარდიოლას კბილი გაკრას.

საგულისხმოა, რომ იბრას კარიერას, წერტილი სწორედ იმ გუნდთან თამაშის დროს დაესვა, საიდანაც "ბარსამ" შეიძინა. განმეორებითი მატჩის მიწურულს, ბოიანმა შეცვალა, რომელმაც გადამწყვეტი ბურთი გაიტანა, მაგრამ გოლი უსამართლოდ არ ჩაითვალა.

მას მერე, ჩემპიონატის ბოლო ტურებში, ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის ბოიანი იყო და არა იბრა.

ბოიანმა 10 წლის წინანდელი შეხვედრა შემდეგი კომენტარით გაიხსენა: "aniVARsario” - აქცენტი VAR-ზე გააკეთა. რა თქმა უნდა, "ბარსა" ფინალში ითამაშებდა, ეს ტექნოლოგია რომ დანერგილი ყოფილიყო.

იბრა პირველ დაპირისპირებაშიც შეცვალეს. მაშინ, როცა "ბარსას" გოლის გატანა სჭირდებოდა, იბრას ნაცვლად მოედანზე აბიდალი გამოვიდა, "ცხრიანზე" კი პიკემ დაიწყო თამაში. (უნდა ითქვას, რომ იბრაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა).

პეპი სამუელ ეტო’ოს გაშვებას თავიდანვე ითხოვდა. არა იმიტომ, რომ მისი თამაშით უკმაყოფილო იყო. არა, სამუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო კლუბში. მისი გაშვების მთავარი მოტივი კონფლიქტური ხასიათი იყო. პეპს არც მისი ვარჯიში მოსწონდა. აქაც იგივე პრობლემა გაჩნდა - ეტო’ო ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა, მაგრამ გამუდმებით კამათობდა, რის გამოც, ვარჯიში არაერთხელ დაატოვებინეს.

ვაის გავეყარე და უის შევეყარეო - ალბათ პეპზეა ნათქვამი. ეტო’ო მოიცილა და იბრა დაატყდა თავზე, გაცილებით უჟმური, ჯიუტი და კონფლიქტური პიროვნება.

იბრა არასდროს დაპირისპირებია მესის, მაგრამ პრობლემას სწორედ ამაში ხედავდა. ის საყვედურობდა გვარდიოლას, რომ მესის ცრუ ცხრიანზე ათამაშებდა, შესაბამისად იბრა უბურთოდ რჩებოდა, ან ფლანგზე უწევდა გადასვლა. ის გვარდიოლასგან ტაქტიკურ ცვლილებას ითხოვდა, მაგრამ ეს ვერ მიიღო.

იბრას ყველაზე ნათელი მოგონება, მადრიდის "რეალის" კარში გატანილი გადამწყვეტი გოლია. მცირე ტრავმა აწუხებდა, როგორც მას, ისე მესის. თამაშის წინ ვარაუდობდნენ, რომ იბრა დაიწყებდა, მესი კი მეორე ტაიმში ჩაერთვებოდა, რადგან მზად არ იყო.

ყველაფერი პირიქით მოხდა და ამან გაამართლა. შეცვლაზე გამოსულმა, დანი ალვესის პასი შეირგო და ძალიან გემრიელი გოლიც გაიტანა.

მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იბრას კარიერა "ბარსელონაში", ძალიან სწრაფად დასრულდებოდა.

იბრა 24 მილიონ ევროდ გაყიდეს. კლუბმა ისევე იზარალა ფინანსურად, როგორც ეტო’ოს შემთხვევაში, მაგრამ 24 მილიონად გაყიდული იბრაჰიმოვიჩი, განსაკუთრებით დამამცირებელია.

ის ხომ კიდევ ძალიან დიდხანს, მსოფლიოს ნომერ პირველი "ცხრიანი" იყო.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 1 მაისი 2020 09:05
    1
    mashin sua ro gvyoloda :):)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 1 მაისი 2020 01:53
    0
    დღემდე ვერ ვხვდები აი რა ჯანდაბად გვინდოდა ?! შეიძლება თქვა რომ ძალიან კარგი ფორვარდია მაგრამ ბარსაში ? არაფერი შეხების წერტილიც კი არ ჰქონდა ბარსას სტილთან აი საერთოდ არაფერი ! რისთვის მოიყვანეს ? იმისთვის რომ ეტოო გაეშვათ ?! ამ დროს საწყალი ეტოო მოედანზე კვდებოდა ყველა თამაშში ბარსასთვის თავს იკლავდა ! .....და მოძრავი ეტოოს მაგივრად მოიყვანეს ეს სამზარეულოს ბუფეტი! :(((((((((((((((((((((((((((((((((((((((
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #8 30 აპრილი 2020 21:35
    0
    ტლანქი იბრა რო გვარდის ტემპს ვერ გაუძლებდა თავიდანვე ნათლად ჩანდა! ისე კი ჯერ მილიტოს თამაშგარე ჩაითვალა მილანში,ხოლო ბარსელონაში ბოიანის 100% - იანი გოლი გააუქმეს,რომ აღარაფერი ვთქვათ არ დადებულ პენალტზე სნეიდერის მიერ ალვეშის მოჩეხვის შემდეგ. მსაჯმა არ დაუშვა "ბერნალეოზე" ბარსას ტრიუმფი.
    წევრი [?]
    #7 30 აპრილი 2020 20:16
    2
    იბრას ბედი მესიმ განსაზღვრა ერთ გემში ორი კაპიტანი ვერიქნებაო
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #6 30 აპრილი 2020 17:04
    2
    იბრა დიდებული ფეხბურთელია მაინც, მაგრამ ბარსაში არ გაამართლა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 აპრილი 2020 16:45
    5
    პეპი მაგრია მაგრამ თვისი წიკები ქონდა და აქ, ამხელა დონის ფორვრდი ფლანგზე არბენინა, ვერ იტყვი რო მესის ფორვარდობამ არ გაამართლა, უბრალოდ რასაც ეხლა კოუტინიოზე ამობენ ხოლმე იმიტო ვერ ქნა ვერაფერი რადგან არასწორ ადგილას იდგაო, იგივეს თქმა შეიძლება იბრაზეც
    ფანი [?]
    #4 30 აპრილი 2020 16:44
    0
    Etom daamtkica mag tamashit ro met pativiscemas imsaxurebda
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 აპრილი 2020 16:40
    8
    ინტერთან ორივე მატჩში მსაჯებმა შეგვჭამეს რასაც ქვია, ვიღაცას არ უნდოდა, რომ ბარსას ბერნაბეუზე ეზეიმა. ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.
    ფანი [?]
    #2 30 აპრილი 2020 16:08
    2
    ფეხბურთისნისტორიაშუ ალბათ ერთერთი ყველაზე ცუდი სატრანსფერო გარიგება იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 აპრილი 2020 15:33
    0
    მარტო ეგ მატჩი არ იყო იბრას წასვლის მიზეზი ვაფშე რატო მოიყვანეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued