მესის "არაბარსელონელი" მადიდებელნი

მესის "არაბარსელონელი" მადიდებელნი

ლეო მესი, უმაღლესი დონის შემსრულებელი და ლეგენდარული მოთამაშე, უამრავი ფეხბურთელისა თუ მწვრთნელისთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული.

მისი მიღწევები "ბარსასთან" ერთად შუმჩნეველი არ დარჩენილა არცერთი კატალონიელისა და კლუბთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ადამიანისათვის.

გარდა ამისა, არსებობენ საფეხბურთო ფიგურებიც, რომლებიც "კულეების" რიგებში არ შედიან, მაგრამ მესის  სიდიადეს ღიად აფიქსირებენ. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" ვარსკვლავებით დაწყებული, "ბარსელონას" ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქის მწვრთნელით დამთავრებული მესის მადიდებელთა რიგებში არიან. 

დიეგო სიმეონე

"ჩოლომ" მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელის პოსტზე თითქმის ყველა ტიტული მოიგო. იგი წარმოუდგენლად ძლიერი ტაქტიკოსია.

იგი ერთ-ერთი მწვრთნელია, რომელსაც მესი ლა ლიგის მარათონულ შეჯიბრში დამარცხებული ჰყავს. მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონატი 2014 წელს მოიგეს. გადამწყვეტი, უკანასკნელი ტურის თამაში კი "კამპ ნოუზე" გაიმართა, სადაც სიმეონეს გუნდისთვის სასარგებლლო შედეგი, ფრე, დაფიქსირდა.

როდესაც მადრიდის "რეალის" რიგებში მრისხანე შემტევი ტრიო ასპარეზობდდა, დიეგო ღიად აფიქსირებდა, რომ მისი თანამემამულე, ლიონელ მესი, სამივეზე ერთად სახიფათო იყო.

2015 წელს კი "ვისენტე კალდერონზე" გამართულ დაპირისპირებაში, სადაც ფერნანდო ტორესმა დამაწინაურებელი გოლი გაიტანა, არგენტინელმა სპეციალისტმა გოლი არ იზეიმა, ამის მიზეზად მან განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ ემზადებოდა მესი მოედანზე გამოსასვლელად.

პოლ პოგბა

პოლ პოგბას გამარჯვებულის მენტალიტეტს მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალამდე, საფრანგეთის ნაკრების წინაშე ნათქვამი სიტყვები ადასტურებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ფეხბურთელს მესისა და რონალდუს მიმართ სიმპათიები ბევრჯერ გამოუხატავს, მსოფლიოს ჩემპიონი საუკეთესოდ მესის მოიხსენიებს.

"იუვეს" ყოფილი ვარსკვლავი მესის "მანჩესტერ იუნაიტედთან", ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გატანილი გოლით გაოგნებული იყო და ეს ემოცია 6 "ოქროს ბურთის" მფლობელის წინაშეც არ დაუმალავს.სერხიო აგუერო

სერხიო საფეხბურთო მოედანზე ლეო მესის საუკეთესო მეგობარია. ამ ორმა უდიდესმა ვარსკვლავმა ნაკრებისა და კლუბებისთვის უდიდესი სამუშაო გასწია.

2005 წელს, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მწვრთნელის იდეა, რომ მეგობრები თავდამსხმელებად ერთად დაეყენებინა, საბოლოოდ გამართლებული გამოდგა.

ამ ორი ადამიანის მეგობრობა სწორედ ამ ასაკიდან იწყება. სერხიოსთვის მესი უდიდესი მისაბაძი მაგალითი იყო. ლა ლიგაში, აგუეროს "ატლეტიკოში" ყოფნის დროს მათ ერთმანეთთან დაპირისპირება ხშირად უწევდათ.

ედენ აზარი

მადრიდის "რეალში" გადმოსვლამდე ბელგიელს რამდენჯერმა ჰკითხეს იმის შესახებ, თუ ვის ანიჭებდა უპირატესობას მესისა და რონალდუს შორის. ის კი მუდმივად არგენტინელ ჯადოქარს ირჩევდა.

ედენი მესის მიმართ სიმპათიას "ჩელსის" რიგებში ყოფნის დროს არ მალავდა და ღია საუბრებში "ბარსას" ათიანს კონპლიმენტებით მუდმივად ამკობდა.

საპირისპიროდ მესიც გამოექომაგა მას ესპანეთში ტრანსფერის შემდეგ. მან ბელგიელი მედიის წნეხისაგან დაიცვა. ჟურნალისტები ედენს კრიშტიანუ რონალდუს ადარებდნენ და თითოეულ ჩაგდებულ თამაშზე პორტუგალიელის 7-ნომრიანი მაისურის დაუმსახურებელ ტარებაზე ჰქონდათ აქცენტი.

სადიო მანე

სადიო მანე 2019 წლის "ოქროს ბურთზე" მესის კონკურენტიც კი იყო. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და "მერსესაიდელთა" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. 

სენეგალელი "ლივერპულის" საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ხოლო "ოქროს ბურთზე" მეოთხე პოზიცია დაიკავა. მან განაცხადა, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ხმა ვირჯილ ვან დაიკის ნაცვლად ლეო მესის მისცა.

ცერემონიის დაწყებამდე სადიომ თქვა, რომ თუ მესისთან დამარცხდებოდა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში, ნაწყენი საერთოდ არ დარჩებოდა, რადგან ის პოზიციებს სწორედ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელთან დათმობდა.

ჯანლუიჯი ბუფონი

ჯანლუიჯი ბუფონი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მიუხედავად ტიტულების უზარმაზარი ჩამონათვალისა, იტალიელ გოლკიპერს ჩემპიონთა ლიგის მოგება არ დასცალდა. მან ერთ-ერთი ფინალი 2015 წელს სწორედ ლეო მესისთან წააგო. 

ფინალამდე იტალიელს სურდა, რომ მესის საკუთარი უცხოპლანეტელის თვისებები არ გამოემჟღავნებინა და 90 წუთის განმავლობაში ადამიანივით მოქცეულიყო. 

ხოლო, მას შემდეგ, რაც დამარცხდა, იგი არგენტინელს შეეხო, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის მართლაც ადამიანია.

დიეგო გოდინი

დიეგო სიმეონეს მსაგვსად, გოდინიც "ატლეტიკოსთვის" უდიდესი ფიგურაა.

2014 წელს, სწორედ მისი გოლი აღმოჩნდა "კამპ ნოუზე" საჩემპიონო. ურუგვაელს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლეოს მსგავსი ტიპის მოთამაშეებისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან არგენტინელის თითოეული მოძრაობა გენიალურია და მას წინასწარ ვერ განსაზღვრავ.

ლეონარდო ბონუჩი

ჯანლუიჯი ბუფონის მსგავსად, ლეონარდოც მესის დიდი გულშემატკივარია.

2017 წლის მეოთხედფინალში არგენტინელის წინააღმდეგ თამაშით იგი იმდენად გაოცებული იყო, რომ მაისურიც კი სთხოვა. ბონუჩის თამაშის განმავლობაში კიელინის მხრიდან დაზღვევა სამჯერ დასჭირდა.

იტალიელი მცველი ფიქრობს, რომ მესი საუკეთესო ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუც სრულყოფილი მოთამაშეა.

ხოაკინ სანჩესი

ხოაკინ სანჩესი ლა ლიგის ერთ-ერთი უხუცესი ფეხბურთელია და კარიერის განმავლობაში უამრავი მსოფლიო დონის შემსრულებელი უნახავს.

მიუხედავად ამისა, ესპანელ ლეგენდას ნათქვამი აქვს, რომ ლეო მესი არის საუკეთეოს ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგაში უთამაშია. იგი ამბობს, რომ არგენტინელის მოულოდნელობის ეფექტი და მისი გადაწყვეტილებების განუსაზღვრელობა ყველაზე მეტად აღსანიშნავი მახასიათებლებია.

მესის "ბეტისთან" ჩატარებული ყოველი მასტერკლასის შემდეგ, ხოაკინი "ბლაუგრანას" ათიანის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს და ყოველთვის აღწერს, თუ რას გრძნობს მისი თამაშის ყურებისას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 28 აპრილი 2020 15:13
    0
    რა თქმა უნდა მესი ყველა დროის საუკეთესოა
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 28 აპრილი 2020 12:19
    0
    აბა რა ის ხომ საუკეთესოს
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #4 28 აპრილი 2020 08:31
    1
    ციტატა: Iniesta_8
    სამაგიეროდ რონალდუს დედამისი, მისი და, მისი ძაღლი და შეყვარებული მიიჩნევენ საუკეთესოდ. ისე კი დამღალა ამ შედარებებმა ძაან ბავშვურია

    მისი ძაღლი კაი იყო 😂😂😂 და სანტექნიკოსი არ დაგავიწყდეს 😂😂😂
    Culé [?]
    #3 27 აპრილი 2020 23:58
    2
    სამაგიეროდ რონალდუს დედამისი, მისი და, მისი ძაღლი და შეყვარებული მიიჩნევენ საუკეთესოდ. ისე კი დამღალა ამ შედარებებმა ძაან ბავშვურია
    ფანი [?]
    #2 27 აპრილი 2020 23:35
    1
    ხომ არსებობს ხალხო მსოფლიო საოცრებები, მე, მესის მსოფლიო მე-8 საოცრების კატეგორიაში შევიყვანდი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 აპრილი 2020 23:24
    1
    და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued