"სევილიაში" ივან რაკიტიჩს ელოდებიან

  • 25-04-2020, 22:52
  • "სევილიაში" ივან რაკიტიჩს ელოდებიან

    "სევილია" ივან რაკიტიჩისთვის იდეალური გუნდი იქნება. ABC-ის ცნობით, ანდალუსიური გუნდის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს მისი დაბრუნების დიდი სურვილი აქვთ.

    ხორვატი ფეხბურთელი "სევილიაში" 2011-2014 წლებში თამაშობდა და "რამონ სანჩეს პისხუანის" დატოვებამდე გუნდის ერთ-ერთი კაპიტანიც გახლდათ. მიუხედავად ყველაფრისა, სევილიას სპორტული დირექტორი სატრანსფერო მოლაპარაკებების არსებობას არ ადასტურებს. 

    "ივანის "სევილიაში" დაბრუნების სურვილზე წავიკითხე და მადლობელი ვარ მისი ასეთი სიტყვებისა და გუნდში დაბრუნების ინტერესისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე სატრანსფერო მოლაპარაკებების გამართვა სარისკოა."

    "ბლაუგრანასთვის" რაკიტიჩის გარშემო არსებული ამგვარი ჭორები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან კატალონიელებს ივანის გაყიდვა ამავე ზაფხულში სურთ. 32 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. 

    ხორვატმა მიმდინარე სეზონში 90 წუთით მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა. საერთო ჯამში კი 31 შეხვედრაში 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    26 აპრილი 2020 12:06

    შეიძლება

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    25 აპრილი 2020 23:21

    წაიყვანეთ მოგვაშორეეეთ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge