"ტენერიფე" - იცით თუ არა, რომ...

"ტენერიფე" - იცით თუ არა, რომ...

"ტენერიფეს" შესახებ, შესაძლოა, ინფორმაცია საერთოდ არ გქონდეთ, თუმცა ეს ის კლუბია, რომელიც "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონობაში ზედიზედ 2-ჯერ დაეხმარა.

1991/92 წლების სეზონი

"ბარსელონა", 1991/92 წლების სეზონში, მადრიდის "რეალთან" ლა ლიგის ტიტულისთვის იბრძოდა. კატალონიელები ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში ყველაზე უხერხულ მეტოქეს ერთი ქულით ჩამორჩებოდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში "ბარსელონა", რომელსაც ჩემპიონობის იმედი თითქმის აღარ ჰქონდა, სახლში "ბილბაოს" მასპინძლობდა, თავდაჯერებული "რეალი" კი "ტენერიფეს" სტუმრობდა. "ბლაუგრანამ" თამაში მოიგო, კანარის კუნძლელებმა კი სენსაცია მოახდინეს და "სამეფო გუნდი" 3:2 დაამარცხეს, რამაც კატალონიელები გააჩემპიონა.

1992/93 წლების სეზონი

მომდევნო სეზონში მსგავსი სცენარი ვიხილეთ. მადრიდელები ბოლო მომენტში "ბარსას" კვლავ ერთი ქულით უსწრებდნენ. "თეთრები" გასვლაზე ისევ "ტენერიფეს" შეხვდნენ, "ბლაუგრანამ" კი სახლში "სოსიედადი" მიიღო.

ისტორია განეორდა, როდესაც "ტენერიფემ" ისევ მოუგო (2:0) "რეალს", ხოლო "ბარსელონამ" "სოსიედადი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ტიტულის მფლობელები კვლავ კატალონიელები გახდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 აპრილი 2020 00:23
    3
    92 წელს იმ მოგებით გავარდნას გადაურჩა ტენერიფე, 93 წელს კი მაგ მოგებით ევრო თასების ზონაში მოხვდა მე-5 ადგილი.
    Culé [?]
    #1 22 აპრილი 2020 23:33
    3
    ვიცი ეს ისტორია, გააწამა ტენერიფემ რეალი, ერთი პერიოდი სარაგოსაც ძაან აწამებდა რეალს