"სევილიას" დირექტორი: რაკიტიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

  • 22-04-2020, 19:28
  • "სევილიას" დირექტორი: რაკიტიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ

    "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ, "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

    "უცნობია, რა იქნება ფეხბურთთან დაკავშირებით, ამიტომაც არ ვაპირებთ თანხის დახარჯვას, როცა არ ვიცით, თუ როგორი შემოსავალი გვექნება. "სევილია" არანაირი გარიგების დადებას არ აპირებს.

    "ბარსელონასთან" რაკიტიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მოვისმინე ივანის სიტყვები "სევილიაში" ერთხელაც დაბრუნების შესახებ. მისი სიტყვების გამო მადლობელი ვარ, მაგრამ ახლა ბაზარზე საუბარი სარისკოა.

    "სევილია" არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს. ჩვენ არ ვიცით, რითი დასრულდება პანდემია. რომ მეთქვა, რომ ტრანსფერებზე ვმუშაობთ, გულშემატკივრები ამას მიესალმებოდნენ. მაგრამ ეს ასე არაა." - ციტირებს მონჩის Goal.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    22 აპრილი 2020 19:55

    რატო მერე? წაიყვანეთ რა მოგვაშორეთ ეს მძორი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge