რომელ ფეხბურთელებთან აქვს მესის ყველაზე ცუდი სტატისტიკა?

რომელ ფეხბურთელებთან აქვს მესის ყველაზე ცუდი სტატისტიკა?

ლიონელ მესის რამდენიმე ასეული ფეხბურთელის წინააღმდეგ უთამაშია. მათ უმრავლესობასთან, რა თქმა უნდა, ლეოს დადებითი ბალანსი აქვს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებთანაც არგენტინელს განსაკუთრებით უჭირს.

ყველაზე მეტი, 15 წაგება მესის სერხიო რამოსის წინააღმდეგ მატჩებში აქვს, თუმცა, ამის მიზეზი ისაა, რომ "რეალის" კაპიტანს ლეო ასევე ყველაზე მეტჯერ, 43-ჯერ შეხვდა და მას დადებითი ბალანსიც აქვს - 19 მოგება. მესისთან მოგებებით, 10-10 მოგებით, შემდეგ მოდიან "რეალის" ყოფილი პორტუგალიელი ფეხბურთელები, კრიშტიანუ რონალდუ და პეპე. პირველ მათგანთან არგენტინელს 16-ჯერ აქვს მოგებული, მეორესთან კი წაგებაშია - 9 მოგება.

არგენტინელს უარყოფითი ბალანსი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან აქვს, მათგან გამოსარჩევი კი ორია.

მიკაელ ესიენი ერთ-ერთია იმ სამ ფეხბურთელს შორის, რომელთა წინააღმდეგაც მესის უთამაშია და არ მოუგია. განელი ფეხბურთელის წინააღმდეგ ლეოს 8-ჯერ უთამაშია. 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამში კი ესიენის გუნდმა იმარჯვა (ერთხელ "ჩელსიმ" და 2-ჯერ "რეალმა").

ყველაზე ცუდი შედეგი კი მესის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო თანაგუნდელთან, დანი ალვესთან აქვს. ეს ფეხბურთელები ერთმანეთს 13-ჯერ დაუპირისპირდნენ. ლეომ 3-ჯერ მოიგო, ხოლო ალვესმა - 7-ჯერ. არცერთ სხვა ფეხბურთელს, მესისთან ურთიერთშეხვედრებში, არგენტინელზე ოთხით მეტი მოგება არ აქვს.

ასე რომ, ლეოს ყველაზე ცუდი შედეგი მიკაელ ესიენთან და დანი ალვესთან აქვს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ფეხბურთელს, რომელთა წინააღმდეგაც მესიმ მოგება ვერ მოახერხა - ეშლი კოული (3 ფრე, 2 წაგება) და ლაშა სალუქვაძე (2 ფრე, 1 წაგება).

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 22 აპრილი 2020 14:50
    0
    სალუქვაძე ნახე ტოო :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 აპრილი 2020 01:15
    1
    სალუქვაძეო??
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #4 21 აპრილი 2020 20:38
    8
    ციტატა: Writer
    ციტატა: me da barca
    ამ პანდემიის დროს ჟურნალისტებმა რა გამოიკვლიონ, ვის ვინ შეადარონ და ვინ სად გაუშვან არ იციან. ამდენი უაზრო და ტყუილების კითხვით დაიღალა ხალხი.

    ტყუილი სად ნახეთ?

    მშვენიერი საინტერესო და ცოტათი სახუმარო სტატიაა, სტატისტიკაზე დაფუძნებული, ასე რომ ტყუილი ვერ იქნება. ბოლო კარგი იყო :D
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 21 აპრილი 2020 20:04
    2
    ეჰ დანუ დანი მაინც ჩვენიანი თუ დაგვამარცხებს
    რედაქტორი [?]
    #2 21 აპრილი 2020 19:54
    2
    ციტატა: me da barca
    ამ პანდემიის დროს ჟურნალისტებმა რა გამოიკვლიონ, ვის ვინ შეადარონ და ვინ სად გაუშვან არ იციან. ამდენი უაზრო და ტყუილების კითხვით დაიღალა ხალხი.

    ტყუილი სად ნახეთ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 აპრილი 2020 19:43
    1
    ამ პანდემიის დროს ჟურნალისტებმა რა გამოიკვლიონ, ვის ვინ შეადარონ და ვინ სად გაუშვან არ იციან. ამდენი უაზრო და ტყუილების კითხვით დაიღალა ხალხი.