Sport: ლუის სუარესი სეზონის განახლებას ჯანმრთელი შეხვდება

Sport: ლუის სუარესი სეზონის განახლებას ჯანმრთელი შეხვდება

Sport "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს. კატალონიური წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" თავდამსხმელი ლუის სუარესი 100%-ით მზად იქნება გუნდთან ერთად სავარჯიშოდ და აგრეთვე, სათამაშოდ, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშება განახლდება.

ივარაუდებოდა, რომ სუარესი, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლის შემთხვევაში, სულ მცირე 25 თამაშს გამოტოვებდა, თუმცა ურუგვაელმა შემტევმა, კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ტურნირების შეჩერების წყალობით, მხოლოდ 12 მატჩში ვერ ითამაშა.

Sport-ის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელის გამოჯანრთელების პროცესი მოსალოდნელზე კარგადაც კი მიმდინარეობს და ის, ფაქტობრივად, ახლა სათამაშოდ მზად იქნებოდა, თუმცა "ელ პისტოლეროს", სავარაუდოდ, დიდხნიანი უქმობის გამო, საუკეთესო ფორმაში ვერ ვიხილავდით.

იმავე წყაროს ცნობით, გუნდები სეზონის შესაძლო განახლებამდე 4-კვირიან "პრე-სეზონს" გაივლიან. ეს იმას ნიშნავს, რომ სუარესს ფორმის აღსადგენად კიდევ უფრო მეტი დრო ექნება.

ლუის სუარესმა, რომელიც 12 იანვრის შემდეგ უთამაშებელია, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 აპრილი 2020 22:41
    8
    სუარესი კი არა ყველა ფეხბურთელი იქნება ამოვარდნილი ფორმიდან მშვენიერი ამბავია ნამდვილად გავძლიერდებით სეზონის განახლებამდე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued