ჩავი: ლა ლიგას რონალდუ აკლია
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ჩემპიონატს მადრიდის "რეალიდან" 2018 წელს წასული პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ დააკლდა.
"აშკარაა, რომ ლა ლიგას ასეთი ფეხბურთელი აკლია. რონალდუ წელიწადში 40-50 გოლს იტანდა, მაგრამ "რეალი" დღესაც ძლიერია. მადრიდულ კლუბს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს", - აცხადებს ჩავი იუთუბერ DjMaRiiO-სთან ინტერვიუში.
რონალდუ "სამეფო გუნდში" 2009-2018 წლებში ირიცხებოდა. ამჟამად კრიშტიანუ ტურინის "იუვენტუსში" თამაშობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]