კერჟაკოვმა მესის წინააღმდეგ თამაში გაიხსენა

კერჟაკოვმა მესის წინააღმდეგ თამაში გაიხსენა

წარსულში ცნობილმა რუსმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ კერჟაკოვმა, ერთ-ერთ ინტერვიუში "სევილიაში" ასპარეზობის დროს, "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაში გაიხსენა. 

"ბარსელონას" თავდასხმაში მაშინ მესი, ეტოო და რონალდინიო თამაშობდა, სათადარიგო სკამზე კი ანრი იჯდა. მესის თამაშის შემდეგ, რომელიც მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო, უცნაური აზრი გამიჩნდა... არ მესმოდა რატომ უკეთებდა ის ვინმეს პასს, რადგან როდესაც მას ჩვენი მცველი უახლოვდებოდა, ყოველთვის ართმევას ცდილობდა, ის კი საპირისპირო მხარეს საკმაოდ ადვილად მოძრაობდა.

რონალდინიო? უბრალოდ მომაჯადოებელი ადამიანი. მაშინ ის მსოფლიოში საუკეთესო გახლდათ. ჩემი აზრით, თუ მოედანზე მხოლოდ რონალდინიო და მესი იქნებოდა, სასწაულქმედებას საზღვარი არ ექნებოდა, მათ სხვა არავინ დასჭირდებოდათ." - განაცხადა, კერჟაკოვმა. 

კერჟაკოვი "სევილიას" რიგებში 2006-2008 წლებში ასპარეზობდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 აპრილი 2020 17:00
    0
    ანუ საბოლოოდ რა მინდაო?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 აპრილი 2020 15:56
    1
    ვერ მივხვდი, აქებს თუ აძაგებს. კაროჩე პასს რატო აძლევდაო? აბა სულ თვითონ ხო არ ექნებოდა ბურთი, და თუ ექნებოდა რამდენ ხანი 90 წუთი?