მარიო კემპესის რჩევა ლაუტარო მარტინესს: ცხოვრება შანსს ერთხელ გაძლევს

მარიო კემპესის რჩევა ლაუტარო მარტინესს: ცხოვრება შანსს ერთხელ გაძლევს

ლეგენდარული ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი, მარიო კემპესი "ბარსელონას" ერთ-ერთ სამიზნეზე, ლაუტარო მარტინესზე საუბრობს.

"ცხოვრება შანსს მხოლოდ ერთხელ გაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ლაუტარო მსოფლიო მასშტაბით ცნობილ გუნდში ირიცხება, "ბარსელონა" სრულიად განსხვავებულია.

"ინტერისა" და არგენტინის ნაკრების რიგებში მარტინესი 2 წელია გვაჩვენებს, რომ მაღალი დონის თავდასმხმელია.

შესანიშნავი იქნება, თუ არგენტინელი მესისთან კარგ დუეტს შექნის. მას "ნერაძურიში" დარჩენაც არგებს, სადაც მეტ გამოცდილებას მიიღებს.

ლაუტაროს "ბარსელონაში" გადასვლის კარგი შანსი იარსებებს, თუ მას სურვილი ექნება", - ციტირებს კემპესის სიტყვებს Tuttosport.

მარიო კემპესი 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის, რომელიც "ალბისელესტეს" გამარჯვებით დასრულდა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა (6 გოლით).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 აპრილი 2020 15:52
    0
    ეს 1978 წლის მუნდიალზე მახსოვს, გრძელი თმებით. გიჟივით დარბოდა, ერთ თამაშში მეკარე რო მოატყუეს და ცარიელ კარში დაურტყეს არგენტინას ამან მეკარესავით ისკუპა და გამოაძრო ბურთი. პენალტი მეკარემ მოიგერია, თამაშის ბოლოსკენ გოლიც გაიტანა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა არგენტინა. ეხლა ისეთ ნახტომზე ულაპარაკოდ გააძევებდნენ, მაშინ ბარათებიც არ იყო.
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #2 14 აპრილი 2020 08:41
    0
    რა ერთხელ ეძლევა ბარსელონა დასდევს ერთსა და იმავე ფეხბურთელებს წლობით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 აპრილი 2020 23:07
    1
    რატო შეყავს შეცდომაში არაა ბარსას სტილის იგროკი ვერ ითამაშებს იქნება გრიზმანივით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued