"სიტიმ" ლაუტაროს გამოსასყიდი თანხის გადახდა გადაწყვიტა

"სიტიმ" ლაუტაროს გამოსასყიდი თანხის გადახდა გადაწყვიტა

Daily Express-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" მზადაა, ლაუტარო მარტინესის ხელშეკრულების გამოსასყიდი თანხა, 111 მილიონი ევრო, გადაიხადოს.

ბოლო პერიოდში ვრცელდება ცნობები, რომლის მიხედვითაც, "ბლაუგრანა" ლუის სუარესის შემცვლელად ლაუტარო მარტინესს მოიაზრებს. კატალონიელები ცდილობენ გამოსასყიდი თანხის გადახდის თავიდან აცილებას და "ინტერს" ლაუტაროს ტრანსფერში ფეხბურთელთა ჩართვას სთავაზობენ. კერძოდ, მზად არიან არტურო ვიდალს, ივან რაკიტიჩს, რაფინიას, ჟუნიორ ფირპოს ან კარლეს ალენიას შეელიონ.

ინგლისური გამოცემა წერს, რომ ივლისში ლაუტაროთი დაინტერესებული "მანჩესტერ სიტი" აპირებს გამოსასყიდი თანხის, 111 მილიონი ევროს, გადახდას.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 12 აპრილი 2020 20:42
    0
    ასეთ ჭორებს საიდან წერთ ??? სიტიდან წასვლაზე ფიქრობს ბევრი თუ არ მოუხსნეს სანქცია, ისე ვერ დაწერთ რის გამო მიცეს დისკვალიფიკაცია ლიგაზე ორი წლით ???? იმიტო ხოარა დიდ თანხებს რო ხარჯავდა უაზროდ ??? რა 111 მილიონი 60 მილიონსაც ვეღარ გადაიხდიან ვერავისში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 აპრილი 2020 16:16
    0
    ტვინი გაიღუნა უკვე ამის ჭორებით.
    [?]
    #4 12 აპრილი 2020 16:03
    1
    ხო და მერე პტემიერ ლიგიდანაც მოხსნიან ბარემ ეს ან აქ მოვა ან დარჩება სადაცაა. იმედია წელს არ მოვა. წელს ბრაიტვაიტიც დასატესტია არ გვინდა ლაუტარო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 აპრილი 2020 14:46
    1
    ვაიმე იმედია წაიყვანენ გთხოვთ წაიყვანეთ რაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 აპრილი 2020 13:54
    1
    თუ თვითონ უნდა წავიდეს რა პრობლემაა, მაგრამ ერთ წელს თუ მოიცდის უკეთესი იქნება. დემბელეს და კოუტინიოს ბედს არ გაიზიარებს ჰაი-ჰუით რო სირბილ, სირბილ მოვიდნენ და წურბელებივით აზიან ბარსას.
    გულშემატკივარი [?]
    #1 12 აპრილი 2020 13:01
    6
    არმგონია ლიგის გარეშე სურდეს ორი წელი თამაში