ოფიციალურად: ამხანაგური "ელ კლასიკო" აღარ ჩატარდება

ოფიციალურად: ამხანაგური "ელ კლასიკო" აღარ ჩატარდება

ყოველწლიური ამხანაგური ტურნირი, საერთაშორისო ჩემპიონთა თასი, რომელიც ზაფხულში იმართება, გაუქმებულია. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ერთი მხრივ, ტურნირის მასპინძელ აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რთული მდგომარეობა და, მეორე მხრივ, გადატვირთული კალენდარია. კერძოდ, მიმდინარე სეზონის დასრულება ივნისი-ივლისი-აგვისტოს განმავლობაში იგეგმება.

ამ ტურნირის ეგიდით, ლას ვეგასში, "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება უნდა შემდგარიყო. Marca-ს ცნობით, კლუბებმა, დაახლოებით, 18 მილიონი ევრო იზარალეს.

ამხანაგური "ელ კლასიკო" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე 2017 წელს უკვე შედგა. მაშინ, "ბლაუგრანამ" მეტოქე 3-2 დაამარცხა. 

იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.