ტიმოთი ფოსუ-მენსასა და ფრენკი დე იონგის ერთობლივი ვარჯიში [ვიდეო]

  • 10-04-2020, 22:54
  • ტიმოთი ფოსუ-მენსასა და ფრენკი დე იონგის ერთობლივი ვარჯიში [ვიდეო]

    სანამ მსოფლო მასშტაბით, კორონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთი სეზონი შეჩერებულია, "მანჩესტერ იუნაუტედის" ფეხბურთელი, ტიმოთი ფოსუ-მენსა მშობლიურ ამსტერდამში იმყოფება.

    სოციალურ ქსელში ნიდერლანდელმა ვარჯიშის ამსახველი რამდენიმე ვიდეო გაგვიზიარა. ერთ-ერთ კადრში კი მისი პარტნიორი "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგია.

    ვიდეოში ჩანს, რომ თანამემამულეები არა მხოლოდ ბურთით ვარჯიშობენ, არამედ სპრინტის უნარებსაც აუმჯობესებენ.

    სამწუხაროდ, ფოსუ-მენსას კარიერა ისეთი არ გამოდის, როგორიც - ფრენკი დე იონგის. "ბარსას" ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრიმერა დივიზიონში 26 მატჩი ჩაატარა. ხოლო რაც შეეხება ტიმოთის, მას ჯერ კიდევ მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც ამ სეზონში ოლე გუნარ სულშერის გუნდში არ უთამაშია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge