ტიაგო ალკანტარას "ბარსელონაში" დაბრუნების შანსები ძალიან მცირეა

  • 10-04-2020, 22:11
  • ტიაგო ალკანტარას "ბარსელონაში" დაბრუნების შანსები ძალიან მცირეა

    მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას "ბარსელონაში" დაბრუნების შანსები ძალიან მცირეა.

    Spox-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ჰანს-დიტერ ფლიკმა და ტომას მიულერმა "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს, იგივე გზას ტიაგოც დაადგება, რაც მის კატალონიაში დაბრუნების შანსებს მიზერულს ხდის. 28 წლის ესპანელის მიმდინარე ხელშეკრულება მომავალ წელს იწურება.

    ამ თვის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ალკანატარას "ბარსაში" დაბრუნება განიხილებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ არტურო ვიდალის, ივან რაკიტიჩისა და სამუელ უმტიტის წასვლის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, რაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუმცა, "ბლაუგრანა" აქცენტს ნეიმარზე აკეთებს და არა - ნახევარდაცვის გაძლიერებაზე.

    "ბარსას" გარდა, აქტიურად იწერებოდა ესპანელის პეპ გვარდიოლასთან დაბრუნებასა და "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგებაზე, თუმცა Covid-19-ის მიერ მიყენებული ზარალისა და "ქალაქელების" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთის შემდეგ, ეს ტრანსფერი არარეალური გახდა. ტიაგოს ისეთ გუნდში გადასვლა არ სურს, რომელიც ევროპის უპრეტიჟულეს ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. მით უმეტეს, რომ ფლიკის მოსვლის შემდეგ "ბაიერნი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსი" 3:0 დაამარცხა.

    ტიაგო ალკანტარა "ლა მასიაში" 2005-2008 წლებში ირიცხებოდა, ის კატალონიური გრანდიდან გერმანულ გუნდში 2013 წელს გადავიდა. ესპანელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურინირის ეგიდით, 32 მატჩში თავი 3 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა. Transfermarkt-ი 28 წლის მოთამაშეს 48 მილიონ ევროდ აფასებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    11 აპრილი 2020 03:38

    შემცირდა არა განულდა. იმიტო გაუხანგრძლივეს რო ჭირდებათ. ბარსას მსგავსი იდიოტი გუნდი თუ გაუშვებს აბა ესეთ კკაცს ხელიდან. ეგ უბალანსებს ამ ტყიურ გერმანელებს ნახევარდაცვას. ასაკიანებიდან პიანიჩი იქნებოდა კარგი, ყიდის იუვე და თუ ფაბიან რუისს აუარს და ნდომბელეს ვერ შეწვდნენ ფასის გამო, პიანიჩი სცადონ, ან რაკეტა დაუმატონ ან 50 მილიონად უნდა მოგვცენ წესით. უნივერსალი ნახევარმცველია, საყრდენად გინდა თუ შემტევად დააყენე საქმეს არ აფუჭებს.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge