3 ფეხბურთელი, რომლებსაც სამუელ უმტიტის შეცვლა შეუძლიათ

  • 10-04-2020, 22:18
  • 3 ფეხბურთელი, რომლებსაც სამუელ უმტიტის შეცვლა შეუძლიათ

    სამუელ უმტიტიმ "ბარსელონაში" პირველი სეზონი ნამდვილად შთამბეჭდავად ჩაატარა. ფეხბურთელმა ერთი შეხედვით ხავიერ მასკერანო კარგად შეცვალა და პიკეს შესანიშნავი პარტნიორობა გაუწია. ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ტრავმიანობა, რამაც ფრანგს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

    პირველად მცველი "სელტასთან" მატჩში, იაგო ასპასთან ბრძოლისას დაზიანდა და თითქმის 2 თვე იუქმა. შემდეგ კლუბმა კლემან ლანგლე მოიყვანა, რომელმაც შემადგენლობაში ადგილი გასულ სეზონში დაიკავა.

    ამჟამად ბევრი იწერება, რომ "ბარსელონა" უმტიტის გაყიდვას აპირებს. საინტერესო იქნება, რომ გადავხედოთ, თუ ვის შეუძლია სამუელის ჩანაცვლება.

    პაუ ტორესი
    "ვილიარეალ ბ-სთან" ერთად ჩატარებული 2 სეზონის შემდეგ ფეხბურთელი "მალაგაში" იყო განათხოვრებული. 23 წლის უკანახაზელს 84%-იანი პასების სიზუსტე აქვს. ფეხბურთელი "ბარსას" 50 მილიონი ევრო დაუჯდება.

    ხორხე კუენკა
    "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის კაპიტანი სისწრაფითა და სიძლიერით გამოირჩევა. ასევე ბურთთან ერთად საკმაოდ თავისუფლად გადაადგილდება და კარგი დრიბლინგიც აქვს.

    გაბრიელ მაგალაესი
    22 წლის ბრაზილიელი ამჟამად "ლილის" მფლობელობაშია, თუმცა იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" თამაშობს. გაბრიელი ბევრად უფრო "სუფთა" ფეხბურთელია, რადგან მის ანგარიშზე 24 მატჩში მხოლოდ 3 ყვითელი ბარათია. ასევე, ის ერთ მატჩში საშუალოდ 0,8-ჯერ ჯარიმდება. "ბარსელონას" ტალანტში 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    11 აპრილი 2020 03:36

    პაუ ტორესს ვაკვირდები დიდი ხანია და როგორც ლანგლეზე ვიყავი დარწმუნებული რო მინიმუმ დაინტერესდებოდნენ ისე ვარ მაგ ბიჭზეც, ცაცია, კარგი პასით, ზუსტად ბარსას გემოვნებისაა პროსტა უმტიტი გაყიდო და ეგ 50 ად იყიდო სისულელეა. მაგ ბიჭს 25-30 ად თუ ვიყიდით ისე რო უმტიტის გაყიდვიდან პლიუს 20-30 მილიონი დაგვჩეს კიდე ხოო თორე რატო უნდა გაყიდო უმტიტი იგივე ფასად რაც ტორესში უნდა გადაიხადო?
    კუენკას უამრავი თამაში ვნახე და არც დრიბლინგი აქვს ასეთი როგორც სტატიაში წერია და არც დოონე. ჩვეულებრივი ბარტრაა და როცა ტოდიბო გყავს გაშვებული კუენკას დაწინაურება სისულელეა. გააიჯარონ და დაამტკიცოს ხეტაფეში ან სადმე რა შეუძლია. ჯერ ადრეა მაგის პირველი გუნდი და თან მესამე მცველობა. მაგალაესი კიდე ზაგრებში არაა განათხოვრებული, დაბრუნდა კაი ხანია და ლილშია, ძალიან კარგადაც თამაშობს, ლიგაზეც ითამაშა არც თუ ურიგოდ, ცოტა ნელია მარა ცაციაა ეგეც და კარგი ბიჭი ჩანს პროსტა უმტიტის დონის ნახევარიც არაა. უმტიტიც მახსოვს მაგ ასაკში საფრანგეთში და სულ სხვა დოონე იყო. ასე რომ სამივე აკინძონ და გაუკეთოს ბართომეუს. მივესალმები მარტო შკრინიარს, დე ლიხტს, რომანიოლის ან უპამეკანოს. ისეთი მცველი გვინდა ლენგლე რო სკამზე მოსვას და არა აქეთ რო დაუჯდეს. თან არაა აუცილებელი ეს ცაცია, ხო ხედავენ ორი ცაცია ერთად რო ვერ თამაშობს, მარჯვენა ფეხიანი იყიდონ ლენგლესაც რო შეუწყვილდეს კარგად და პიკესაც. უპამეკანოა ეგეთი დალშე ყველა ცაციაა და დე ლიხტი იმენა პიკეს პოზიციაა. პიკესთან წყვილში ვერ ითამაშებს. იუვეშიც ეგ პრობლემა აქვს, მარჯვენა მხარეს ბონუჩი თამაშOბს და ვაფშე ვერ შედგა მაგიტო მაგათი დუეტი. კიელინი ცაციაა და მარცხნივ დგას, კიელინისთანმაგარ დუეტს შექმნიდა მარა ბონუჩისთან ვერ დგას საერთოდ

    3
    გასულია
    Feel My Style გულშემატკივარი [?]

    10 აპრილი 2020 22:46

    ეს სერიოზულად?

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    10 აპრილი 2020 22:37

    რო გადაადნო უპამწკანოს მარჯვენა ბაყვს ვერ გამოიყვან ამ ჭყპყ იგროკების მოყვანას მოიყვანონ უპამეკანო და დაისვენონ 10 წლით

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge