პედრის კაიერის გაგრძელებას "რეალ სოსიედადში" ურჩევენ

  • 10-04-2020, 21:12
  • პედრის კაიერის გაგრძელებას "რეალ სოსიედადში" ურჩევენ

    Mundo Deportivo-ს ცნობით, "ლას პალმასის" ფეხბურთელმა, ალბერდო დე ლა ბელიამ, მის ყოფილ კლუბს, "რეალ სოსიედადს", პედრის გადაბირება ურჩია.

    "პედრის ჩემთვის არ უკითხავს "სოსიედადზე" და არ ვიცი, არის თუ არა ახლა მის მიმართ რაიმე ინტერესი."

    "პედრი შესანიშნავი ფეხბურთელია და დიდი ტალანტი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ "რეალ სოსიედადი" დაინტერესებულია, მე მის შეძენას ვთავაზობ, რადგანაც ეს ძალიან კარგი პროექტი იქნება, პედრი ხომ ჯერ მხოლოდ 17 წლისაა.

    ესპანელი ფეხბურთელი "ბარსელონამ" 5 მილიონ ევროდ შეიძინამ, თუმცა მან "ლას პალმასში" კიდევ ერთი სეზონი უნდა გაატაროს. 2019 წლის თებერვალში მას მადრიდის "რეალი" აკვირდებოდა, თუმცა მაშინ საკუთარი შესაძლებლობები კარგად ვერ წარმოაჩინა და "ბარსასთვის" საბედნიეროდ, "ლას პალმასში" დარჩა.

    ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და აქტივში 3 გოლთან ერთად 4 ასისტი მიითვალა. Transfermarkt მას უკვე 8 მილიონ ევროდ აფასებს.

    პედრი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც ფლანგიდან ჩართვაც კარგად შეუძლია.

    "ბარსას" მისთვის გარკვეული გეგმა აქვს შედგენილი. წინასასეზონო თამაშებში იგი მთავარ გუნდს შუერთდება და თუ მწვრთნელისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება მისი თამაშის ხარისხი, გუნდში დარჩება. სხვა შემთხვევაში კი კვლავ იჯარით გააგრძელებს "ლას პალამასში" თამაშს. 



    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge