ჟუნიორ ფირპო: მინდა, ყველას ჩემი შესაძლებლობები დავუმტკიცო

  • 10-04-2020, 20:58
  • ჟუნიორ ფირპო: მინდა, ყველას ჩემი შესაძლებლობები დავუმტკიცო

    "ბარსელონას" მარცხენა მცველი ჟუნიორ ფირპო კლუბის Youtube-ს არხთან ინტერვიუს წერს.

    "ყოველდღიურად ჩემს ფიზიკურ მწვრთნელს, ანტონიოს ვეკონტაქტები. სავარჯიშო სესიებს მეუღლესთან ერთად ვატარებ.

    ნაკლებ ნახშირწყლებს ვიღებ და ძველ დიეტას მივყვები. საბედნიეროდ, ისეთი ორგანიზმი არ მაქვს, რომ წონაში სწრაფად მოვიმატო.

    "ბარსელონაში" გატარებული პირველი დღეები მარტივი არ ყოფილა. მუდმივად ვცდილობ, მხიარული ვიყო და ახალ გარემოს შევეჩვიო. მსურს, რომ ვარჯიში მალე განვაახლო. მინდა, ყველას ჩემი შესაძლებლობები დავუმტკიცო.

    საუკეთესო მეგობარი? ანსუ ფატი. ერთმანეთს კარგად ვეწყობით და ბევრს ვცეკვავთ.

    ყველაზე მეტად ვინ გამაკვირვა? არტურო ვიდალმა. ის მებრძოლს ჰგავს, თუმცა ძალიან კარგი და პოზიტიური ადამიანია.

    სეტიენთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. ის პირველი პროფესიონალი მწვრთნელია, რომელიც მენდო",- ციტირებს ფირპოს სიტყვებს Marca.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    shu1987 გულშემატკივარი [?]

    11 აპრილი 2020 16:17

    არაა უნიჭო და დრო ჭირდება ადაპტაცია არ გაუვლია და ნდობა უნდა იგრძნოს.

    1
    გასულია
    Fati წევრი [?]

    10 აპრილი 2020 21:28

    შეტევაში ასე თუ ისე ნორმალურია.დაცვას რაც შეეხება ძან უაზრო შეცდომებიაქ პოზიციურს თავი რომ დავანებოდ ხან ბურთს ვერამუშავებს და უაზრო პას აკეთებს რის შედეგად იკარგება ბურთი და ხშირად გოლიც მოყოლია.

    3
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    10 აპრილი 2020 21:06

    არ ხარ ბარსას დონის არა

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge