როუსაუდი: ეს ხელმძღვანელობა კლუბის საჭიროებებს ვერ ერგება

  • 10-04-2020, 20:47
  • როუსაუდი: ეს ხელმძღვანელობა კლუბის საჭიროებებს ვერ ერგება

    "ბარსელონას" უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ემილი როუსაუდი, RAC1-თან ინტერვიუში ჟოზეპ მარია ბართომეუს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ სურს.

    "ვიცე-პრეზიდენტობით მოხარული ვიყავი, თუმცა მირჩევნია, ღამით წყნარად მეძინოს.

    აუცილებელია, კლუბის წევრებმა იცოდნენ, რომ კომპლექსური მომავალი გვაქვს. ეს ხელმძღვანელობა კლუბის საჭიროებებს ვერ ერგება.

    აქ არაა საუბარი იმაზე, თუ ვინაა ცუდი, არამედ საქმე ღირებულებებს ეხება. დირექტორთა საბჭოს ზოგიერთ მოქმედ წევრს შესაფერისი ღირებულებები არ გააჩნია, ზოგი უკვე წავიდა. ბართომეუს არ სურს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა." - დაამატა როუსაუდიმ.

    "გასულ კვირას ბართომეუმ გადადგომა გვთხოვა, რაც დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ აუდიტის ანგარიში მალე მზად იქნებოდა და ხელფასების შემცირების შეთავაზებული ოდენობა არ იყო საკმარისი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დასაფარად."

    საინტერესოა ის ფაქტი, რომ უახლოეს წარსულში პრესა როუსაუდის ბართომეუს მარჯვენა ხელად და "ბარსელონას" მომავალ პრეზიდენტად მოიაზრებდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    10 აპრილი 2020 21:07

    კაროჩე ყველა ლაპარაკობს საქმეს არავინ აკეთებს

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Iniesta_8 წევრი [?]

    10 აპრილი 2020 21:01

    იძირება ნელ-ნელა ბართოომეუ ბოლოს მარტო თვითონ დარჩება ხელმძღვანელობაში და მოვიშორებთ იმედია, არ იცის მაგ კაცმა ფეხბურთი და შეეშვი თუ გინდა

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge