მესტრე: უთანხმოება გარეთ არ უნდა გამოდიოდეს

  • 10-04-2020, 20:01
  • მესტრე: უთანხმოება გარეთ არ უნდა გამოდიოდეს

    "ბარსელონას" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი მესტრე, RAC1-თან საუბარში აცხადებს, რომ კონფლიქტი, რომელიც დღეს კლუბშია, საჯარო განხილვის თემა არ უნდა იყოს.

    "მე მსგავსი სიტუაცია შიგნიდან უკვე ნანახი მაქვს. სწორედ ამიტომ წავედი. არ ვიცი, შეიცვალა თუ არა რამე მას შემდეგ, თუმცა მაშინ აშკარა იყო, რომ ერთიანობა დარღვეული გახლდათ."

    მესტრემ მიმდინარე მოვლენებში ჟოზეპ მარია ბართომეუს როლიც შეაფასა.
    "თუ მათ გადადგომა ბართომეუმ აიძულა, ესე იგი, რაღაც სერიოზული მოხდა. ბართომეუს გადაწყვეტილებები ცხელ გულზე არ მიუღია.

    მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან "ბარსელონაში" მიმდინარე პროცესებს შიგნიდან აღარ ვადევნებ თვალს. მაგრამ სარეცხი სახლში უნდა გაირეცხოს. დაუშვებელია, არსებობდეს კრიტიკა ან უთანხმოება და ეს გარეთ გამოდიოდეს." - დაამატა მესტრემ.


    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge