დიეგო კარლოსისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" "ლივერპული" შეეცილება

  • 10-04-2020, 19:13
  • დიეგო კარლოსისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" "ლივერპული" შეეცილება

    Sport-ის ცნობით, "ბარსელონას", ცენტრალური დაცვის გაძლიერების მიზნით, ბრაზილიელი დიეგო კარლოსის შეძენა აქვს გადაწყვეტილი. 

    "სევილია" იმედოვნებს, რომ ტრანსფერით დაინტერესებული კლუბი ხელშეკრულების გამოსასყიდ თანხას, 75 მილიონი ევროს, გადაიხდის. "ბარსელონა" კი კარლოსის ივან რაკიტიჩში გაცვლას განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელის სურვილს ზაფხულში "სევილიაში" გადაბარგება წარმოადგენს.

    დიეგო კარლოსისადმი ინტერესს, აგრეთვე, "ლივერპული" გამოხატავს. იურგენ კლოპს დაცვის ცენტრში მისი ვირჯილ ვან დაიკთან შეწყვილება სურს.

    27 წლის ფეხბურთელი ანდალუსიაში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში მან 31 მატჩის ჩატარება მოასწრო და მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო. იგი კლუბს შარშან, "ნანტიდან", შეუერთდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    shu1987 გულშემატკივარი [?]

    11 აპრილი 2020 16:19

    რა დროს დიეგო კარლოსია სადაცაა 28 წლის ხდება , უპამეკანოა აუცილებლად მოსაყვანი და ტოდიბო დასაბრუნებელი.

    0
    გასულია
    Fati წევრი [?]

    10 აპრილი 2020 20:41

    ძალიან გავსს ატლეტიკო მადრიდის მცველს ფელიპე აუგუსტოს.მე მომწონს თუ მოიყვანენ ძან კარგი იქნება

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    10 აპრილი 2020 20:37

    უპამეკანო მოიყვანეთ დიეგო კარლოსები და ჩიგრინსკები წაიყვანოს ლივერპულმა

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    გიორგი ჩანგელია ფანი [?]

    10 აპრილი 2020 19:56

    ციტატა: Iniesta_8
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    მომწონს დიეგო კარლოსი, კარგი მცველია. რაკიტიჩში გაცვლაც კარგი ვარიანტია.

    75 მილიონიან ფეხბურთელს 20 მილიონში ვინ გაცვლის, თორე მოვიდეს არაა პრობლემა

    75 მილიონი გამოსასყიდია, მაგრამ ყველა ტრანსფერში კონტრაქტში ჩაწერილ თანხას ხომ არ იხდიან? შესაძლოა, სხვანაირად მორიგდნენ, ან ცოტა ფული დაამატონ.

    1
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია
    Iniesta_8 გულშემატკივარი [?]

    10 აპრილი 2020 19:51

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    მომწონს დიეგო კარლოსი, კარგი მცველია. რაკიტიჩში გაცვლაც კარგი ვარიანტია.

    75 მილიონიან ფეხბურთელს 20 მილიონში ვინ გაცვლის, თორე მოვიდეს არაა პრობლემა

    0
    გასულია
    გიორგი ჩანგელია ფანი [?]

    10 აპრილი 2020 19:33

    მომწონს დიეგო კარლოსი, კარგი მცველია. რაკიტიჩში გაცვლაც კარგი ვარიანტია.

    2
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია
    me da barca Culé [?]

    10 აპრილი 2020 19:29

    75 არა 120

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge