რამდენად მდიდარია ლიონელ მესი?

  • 10-04-2020, 02:07
  • რამდენად მდიდარია ლიონელ მესი?

    სახლი:

    ლეო მესის სახლი ბარსელონაში, კასტელდეფელსის დასახლებაში მდებარეობს. ამ სახლის ღირებულება 11 მილიონი ევროა. არგენტინელმა ის 2017 წელს შეიძინა.

    ავტომობილები:

    არგენტინელს რამდენიმე ავტომობილი ჰყავს, მათ შორის გამოსარჩევია:  Ferrari 335 S Spider Scaglietti (€32 მილ), Audi Q7 (€69000),  Maserati GranTurismo (€90,000).

    თვითმფრინავი:

    მესის პერსონალური თვითმფრინავი 2004 წლის Gulfstream-ის წარმოებსი V მოდელს წარმოადგენს. მისი ღირებულება 13.7 მილიონი ევროა. თვითმფრინავს აქვს სამზარეულო, 2 სააბაზანო და 16 სავარძელი, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, 8 საწოლად გადაკეთდება.

    ქონება:

    32 წლის ფეხბურთელი 2020 წლის მონაცემებით 400 მილიონი ევროს ქონების მფლობელია, რა მაჩვენებლითაც ის ფეხბურთელებს შორის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.

    ხელფასი:

    მესის ამჟამინდელი კონტრაქტი "ბარსელონასთან" მას ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ხდის. იგი კვირაში 565000 ევროს იღებს (30 მილიონი წლიურად). ეს კონტრაქტი 2021 წელს იწურება.

    სასპონსორო შეთანხმებები:

    არგენტინელს სასპონსორო შეთანხმებები "ადიდასთან", "გეითორეიდთან", "ჰუავეისთან", "მასტერქარდთან" და "პეპსისთან" აქვს.  მათგან მესი წელიწადში 32 მილიონ ევროს იღებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი რონალდო
    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    10 აპრილი 2020 19:39

    აუქციონზე, 1957 წლის Ferrari 335S Spider Scaglietti 32 მილიონ ევროდ გაიყიდა( 6 თებერვალი, 2016)
    პარიზის აუქციონზე, 10 წუთის განმავლობაში, ორი პრეტენდენტი 1957 წლის გამოშვების Ferrari 335S Spider Scaglietti-სთვის იბრძოდა. საბოლოოდ, ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც, აუქციონში მონაწილეობას ტელეფონის მეშვეობით იღებდა და მის ვინაობას არ ავრცელებენ, ავტომობილი 32 მილიონ ევროდ შეიძინა, – აღნიშნულის შესახებ Financial Times წერს.
    როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპის აუქციონის ისტორიაში ეს ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილია.(ხვდებით ხო ვინ იყიდა). ევროპაში კია უძვირესი, მაგრამ ამერიკაში მსგავს და უფრო ძველ მანქანებში 100-200 მილიონს იხდიან.
    ამ მანქანას კოლექციური ეწოდება თავისი ასაკის გამო და მისი ფასი მხოლოდ მატულობს რაც უფრო მეტი დრო გადის. ალბათ ეჭვი არავის ეპარება რო ლეო ამ მანქანით არ მოძრაობს ყოველდღე. თუ საერთოდ მოძრაობს. ის დგას და ფასი კი მატულობს.

    6
    გასულია
    Iniesta_8 წევრი [?]

    10 აპრილი 2020 16:36

    32 მილიონი რამ გადაახდევინა მანქანაში რა ჩემ ფეხებად უნდა

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    10 აპრილი 2020 14:37

    თავის დროზე მაგ ფერარიზე მე არ მიყიდიაო და ღადავის პონტში პატარა სათამაშო ფერარი აჩვენა ეს ვიყიდეო, აქ წერია მესის არისო, გაიგე ეხლა სიმართლე.

    1
    გასულია
    MTG8 გულშემატკივარი [?]

    10 აპრილი 2020 12:27

    Ferrari 335 S Spider Scaglietti, ეს მანქანა სულ 4 ცალია და 35-36 🍋 ღირს 😲

    5
    --------------------
    2007-∞ 🔵🔴
    გასულია
    Messi101 წევრი [?]

    10 აპრილი 2020 12:02

    რონალდუ მილიარდერი გახდა 1 000 000 000 $ იშოვა ნაიკმა სიცოცხლი ბოლომდე 30 000 000 $ კონტრაქტი გაუფორმა წელიწადში სასტუმროების და ზმანების ბიზნესი აქ როჟა ბიზნესმენია მგონი

    5
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    10 აპრილი 2020 10:53

    ადმინ მანდ ან სამი ან ორი არუნდა ეწეროს რა 32 მილიონი მაგაში დახარჯავდა ერთი წლის ხელფასს🤣🤣

    4
    საიტზეა
    vitorborbafereira ფანი [?]

    10 აპრილი 2020 04:27

    არასწორი ინფორმაციაა

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge