4 გუნდი, სადაც შეიძლება მესიმ კარიერა გააგრძელოს

4 გუნდი, სადაც შეიძლება მესიმ კარიერა გააგრძელოს

"ბარსას" მაესტრო, ლეო მესი, 32 წლისაა. მალე მას კარიერაში გასათვალისწინებელი დრო დაუდგება და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება მოუწევს.

იმის შანსები, რომ არგენტინელი კარიერას "კამპ ნოუზე" დაასრულებს საკმაოდ დიდია. მიუხედავად ამისა, კიდევ არსებობს რამდენიმე ვარიანტი, სადაც "ბარსელონას" ათიანმა შეიძლება ითამაშოს:

1) "ნიუელს ოლდ ბოისი": მესიმ რამდენიმეჯერ გამოთქვა სურვილი თავისი ბავშვობის გუნდში, "ნიუელს ოლდ ბოისში" დაბრუნებაზე. მან ამ საკითხზე ღიად 2019 წლის მარტში ისაუბრა. როსარიოს გუნდში ის მცირე ასაკში, ესპანეთში გადაბარგებამდე თამაშობდა. 2000 წელს მან არგენტინა დატოვა და "ბლაუგრანასთან" 4 წელში კონტრაქტი გააფორმა.

2) მილანის "ინტერი": "ნერაძური" საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს მესის "ჯუზეპე მეაცაზე" ტრანსფერისათვის. ამის შესახებ წინა დღეებში, კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ, ისაუბრა. მილანური კლუბის ინტერესი და რონალდოსთან კონკურენციის იტალიის ჩემპიონატში გაგრძელების სურვილი ის მიზეზი შეიძლება გახდეს, რის გამოც მესიმ "კამპ ნოუს" დატოვება გადაწყვიტოს.

3) მაიამის "ინტერი": "ბარსას" ყოფილმა შემტევმა, რივალდომ, დღეს განაცხადა, რომ მესიმ MLS-ში წასვლის ვარიანტიც შეიძლება განიხილოს. ეს მოსაზრება დევიდ ბექჰემის ზღაპრულ იდეას ემთხვევა, როგორც იცით, ის ყველანაირ შესაძლებლობას ეძებს, რათა მესი და კრიშტიანუ საკუთარ გუნდში ერთად აღმოჩნდენ.

4) "ვესელ კობე": აღნიშნულ იაპონურ გუნდს გასულ წლებში "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს დამატებული, მათ შორის: ანდრეს ინიესტა, სერგი სამპერი, ტომას ვერმაელენი, დავიდ ვილია. შესაბამისად, მათ არგენტინელი ლეგენდის დამატების სურვილი, რა თქმა უნდა, ექნებათ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    რედაქტორი [?]
    #5 9 აპრილი 2020 22:26
    4
    "ნიუელს ოლდ ბოისის" გარდა, ყველამ დაახვიოს, განსაკუთრებით - "ინტერმა".
    --------------------
    🔵🔴
    გულშემატკივარი [?]
    #4 9 აპრილი 2020 22:17
    2
    Lo que dijeron En esto mismo medio sobre newels hace unas semanas tambien era falso Menos mal que Nadie les cre რამდენიმე წუთის წინ თავის პირად ინსტაგრამი გვერდზე დადო ფოტო სადაც გარკვევით საუბრობს ინტერზე და რონალდინიოზე და ამბობს რომ ეს ყველაფერი ფეიკ ნიუსია ის რომ მას ინტერს უკავშირებენ და ის ტყუილი ვითომ რონალდინიოს არ დაეხმარა
    Culé [?]
    #3 9 აპრილი 2020 22:15
    1
    მესის ინსტა სთორი ნახეთ და დადეთ სტატია
    --------------------

    ForçaBarça
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 აპრილი 2020 22:08
    3
    მე მგონი ჩიხურაში გააგრძელებს კარიერას. 🤗
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 აპრილი 2020 22:05
    4
    ნიუელს ოლდ ბოისში ჯერ არ წავა და დანარჩენებმა ჩააფურთხონ დენიკინის შაურიანში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued