ერერა: "ბარსელონას" მხარს მას შემდეგ აღარ ვუჭერ, რაც პოლიტიკური და სოციალური იდეების მსახური გახდა

  • 9-04-2020, 12:44
  • ერერა: "ბარსელონას" მხარს მას შემდეგ აღარ ვუჭერ, რაც პოლიტიკური და სოციალური იდეების მსახური გახდა

    ესპანეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა, კარლოს ერერამ, აღიარა, რომ "ბარსელონას" აღარ უჭერს მხარს, მას შემდეგ, რაც კლუბი პოლიტიკური და სოციალურ საქმიანობაში ღიად ჩაერთო.

    ერერა "ბარსას" ფანი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როდესაც ძალიან პატარა იყო და აღნიშნავს, რომ კლუბთან ასეთ კავშირს ვეღარ გრძნობს.

    "მე ბარსელონაში გავიზარდე, მამაჩემი ამ კლუბის ფანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ 70-ან წლებში, განათლება "კამპ ნოუზე" მივიღე. პრობლემა ის არის, რომ როდესაც ამხელა კლუბი თანხმდება პოლიტიკურ და სოციალურ იდეებს ემსახუროს, ის მე აღარ წარმომადგენს." - საუბრობს ერერა Cadena Cope-თან.

    ერერამ გაიხსენა პირველი შეხვედრა, რომელსაც ის "კამპ ნოუზე" დაესწრო.

    "ბარსელონამ" 4-0 მოიგო, იოჰან კრუიფმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩვენ ეიფორიაში ვიყავით, უცხო ადამიანებს ვეხუტებოდით და ვყვიროდით, რომ მსგავსი ფეხბურთელი არასდროს გვინახავს, კრუიფის მოედნის ხედვა და თამაშის სწრაფად ორგანიზების უნარი უნიკალური იყო. მას მერე, სხვა ფეხბურთელში ეს არასდროს შემინიშნავს." 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    9 აპრილი 2020 19:12

    ბარსელონა ყოველთვის იყო პოლიტიკაში ჩართული ... რეებს იგონებს :დ და ზუსტად ფრანკოს გამო იყო რო ბარსელონა პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული ... მაგიტომაც იყო და არის ბარსა მეტი ვიდრე კლუბი .

    1
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça
    საიტზეა
    nika 54 Culé [?]

    9 აპრილი 2020 16:39

    ვისაც კაი ფეხბურთის ნახვა გინდათ, ბარსა-იუვენტუსი(გამპერის თასი). 18 წლის მესი ჯერ კიდევ 30 ნომრად რო თამაშობდა, ინიესტა 24 ნომერი რო იყო. თამაშს იუთუბზე ასე ჰქვია: დღე როცა მესიმ თავი შეაყვარა მსოფლიოს. მოედანზე: იბრაგიმოვიჩი(იუვეში იყო) დელ პიერო, ტრეზეგე, რონალდინიო, დეკუ, ლარსონი....ლოჟაში პრეზიდენტი ლაპორტა, და იქვე ტრიბუნაზე კრუიფი. 18 წლის ლეო რა საგოლე პასს უკეთებს ინიესტას ჯერ კიდევ თმახუჭუჭას. მოკლედ კარგი თამაშია საწყენია რო 2-2 დამთავრდა და პენლებით იუვე მოიგო.
    https://www.youtube.com/watch?v=RjEEXBrkJAc

    2
    საიტზეა
    FloweN გულშემატკივარი [?]

    9 აპრილი 2020 16:07

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    წადი შენი ფიგუ დედა მიაცენზურა პერესმა!
    P.S. კრუიფი, მარადონა,რონალდო,რივალდო,რონალდინიო და რა თქმა უნდა მესი - ყველა გენიოსმა "კამპნოუზე" ითამაშა.

    ხავიესტა რომელზე ნაკლები გენიოსები არიან?

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    9 აპრილი 2020 13:25

    ვერ ყოფილხარ კლსუფთა კულე

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    9 აპრილი 2020 12:57

    წადი შენი ფიგუ დედა მიაცენზურა პერესმა!
    P.S. კრუიფი, მარადონა,რონალდო,რივალდო,რონალდინიო და რა თქმა უნდა მესი - ყველა გენიოსმა "კამპნოუზე" ითამაშა.

    3
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    პარტნიორები
    Flashscore.ge