Marca: ბართომეუ ბრძოლას იწყებს

Marca: ბართომეუ ბრძოლას იწყებს

Marca-ს ინფორმაციით, ჟოზეპ მარია ბართომეუ, მმართველ გუნდს, ცვლილებებისთვის ამზადებს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში, "ბარსას" პრეზიდენტი, დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრს, თანამდებობის დატოვების შესახებ აცნობებს.

კლუბის პრეზიდენტი თავს დამაჯერებლად გრძნობს  და ზედა საფეხურებზე ცვლილებების განსახორციელებლად მზად არის. წესდების მიხედვით, მას არ შეუძლია თანამდებობის პირების გათავისუფლება, მაგრამ ბართომეუს ექნება უფლება საბჭოს წევრები დააქვეითოს.

დაქვეითების კანდიდატები არიან ის დირექტორები, რომლებმაც კრიზისულ სიტუაციაში, პრეზიდენტის მიმართ უნდობლობა გამოხატეს.

საფრთხე პირველ რიგში ემილი რუსოს ემუქრება. რუსო "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტად, სულ რაღაც იანვარში დაინიშნა, თუმცა სიტუაცია ამ მცირე დროში რადიკალურად შეიცვალა და ბართომეუ მას აღარ ენდობა.

როგორც ამბობენ, ბართომეუს საკუთარი პოზიციები საკმარისად მყარად მიაჩნია იმისათვის, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯები გადადგას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #5 8 აპრილი 2020 16:19
    2
    ციტატა: MARADONA1968
    ბართუ ბარსას ვირუსია, არაფრით არ განსხვავდება კორონასგან

    მარტო იმით რო კორონას დაამარცხებ ჯანმრთელი კაცი და ეს ვერ მოვიშორეთ წლებია. კიბო უფროა ეს არაკაცი
    ფანი [?]
    #4 8 აპრილი 2020 16:12
    0
    ბართუ ბარსას ვირუსია, არაფრით არ განსხვავდება კორონასგან
    ფანი [?]
    #3 8 აპრილი 2020 15:05
    1
    ამას მგონი დააათვლევინეს მისი მოღვაწეობის დღეები...იმედია ამ ყველაფერს თვითონაც ესმხვერპლება დროა უკვე დროო.....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 აპრილი 2020 15:03
    0
    ბოტები ალესა ბართომეუმ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 8 აპრილი 2020 11:16
    1
    შიდა განხეთქილება კარგია,მხოლოდ ასე მოვიშორებთ პერესის მონას.