"სევილია" ან არაფერი"

  • 7-04-2020, 22:57
  • "სევილია" ან არაფერი"

    "სევილია" ან არაფერი" - ასეთი წარწერით მოხვდა "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი სევილიური Estadio Deportivo-ს გარეკანზე.

    წყაროს ცნობით, ივან რაკიტიჩს, ზაფხულში "ბლაუგრანას" დატოვების შემთხვევაში, მხოლოდ "სევილიაში" დაბრუნება სურს. 32 წლის ფეხბურთელის პრიორიტეტი, მიუხედავად სხვა კლუბების ინტერესისა, მისი ყოფილი გუნდია.

    რაკიტიჩის "სევილიაში" დაბრუნების სურვილის მიზეზი მარტივი გასაგებია. ხორვატმა შუახაზელმა ამ კლუბში 3 წელი ითამაშა. ის 2014 წელს ანდალისიელებთან ერთად ევროპა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი "ბარსელონას" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ სწორედ ამ წელს შეუერთდა. იმავე გამოცემის ცნობით, ივანის მის ყოფილ კლუბში დაბრუნების ერთ-ერთი მოტივი ისიცაა, რომ მოთამაშის მეუღლე წარმოშობით სევილიადანაა.

    გავრცელებული ინფორმაციით, რაკიტიჩის კატალონიური გუნდიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. "ბარსა" ფეხბურთელთან, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება, ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. "ბლაუგრანას" სურს, ასაკიან ნახევარმცველში გამომუშავებული თანხა შესყიდვებში გამოიყენოს. Sport-ის ცნობით, კატალონიელები რაკიტჩში 20 მილიონის მიღებას იმედოვნებენ.

    ივან რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა ის ძირითადში მხოლოდ 15 შეხვედრაში მოხვდა, 90 წუთი კი მან 3 მათგანში ითამაშა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    7 აპრილი 2020 23:33

    ან წავა ან არადა დაეგდება სკამზე და შემდეგ წელს 1 თამაშიც არ უნდა ათამაშონ. ელოდოს მერე თასებს, ნაკრებიდან ხო ამოვარდება, 2021 წელს კიდე სევილიას აღარც ენდომება. ამიტო წავიდეს სანამ დროა. სევილიამ კიდე გაიღოს ის 20 მილიონი, კი ღირს მაგათთვის

    5
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    7 აპრილი 2020 23:18

    რა არაფერი ეს მძორი იქითა სეზონშიც თუ შეგვეტენა და მიმიცენზურებია ხელმძღვანელებისთვის ყველაფერი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    7 აპრილი 2020 23:14

    ველოდებით სხვა გამოცემის განსხვავებულ ინფორმაციას

    0
    გასულია
    რივალდო-მესი წევრი [?]

    7 აპრილი 2020 23:10

    გაუშვებენ სევილიაში იჯარით კონტრაქტის ამოწურვამდე. 🙁🙁🙁 ბართოს სუპერ სატრანსფერო პოლიტიკა.

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge