ხავიერ ტებასის ინტერვიუ უცხოურ პრესასთან

ხავიერ ტებასის ინტერვიუ უცხოურ პრესასთან

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, უცხოური პრესის წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენეცია გამართა, სადაც მან რამდენიმე საინტერესო შეკითხვას უპასუხა.

სეზონის გაუქმება

"მსგავს რამე მხოლოდ კოშმარებში ვხედავ. როდესაც მღვიძავს, მასზე არ ვფიქრობ. არც ესპანეთში და არც, ზოგადად, ევროპაში სეზონის გაუქმება არ განიხილება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც სხვა გამოსავალი არ იარსებებს."

ეკონომიკური ზიანი

"2019/2020 წლების სეზონის ჩაშლა 1 მილიარდი ევროს ზარალს მოგვიტანს. თუ დახურულ კარს მიღმა ჩავატარებთ შეხვედრებს, ზიანი 350 მილიონი ევრო იქნება. იმ შემთხვევაში თუ სეზონის დასრულება მოვახერხეთ, ფინანსური დანაკარგი მაინც გვექნება - 150 მილიონი ევრო."

შრომითი ანაზღაურების შემცირება

"8 კლუბმა (პრიმერა და სეგუნდა დივიზიონიდან) უკვე მოითხოვა ERTE-ს გამოყენება. მომდევნო დღეებში ხელფასებს ყველა გუნდი შეამცირებს, ERTE-ს მეშვეობით ან პირადი მოლაპარაკებების გზით."

ფეხბურთელთა ხელშეკრულებები

"აუცილებელია იმ ფეხბურთელთა ხელშეკრულებათა ცვლილება, რომლის კონტრაქტის ან იჯარის ვადა 30 ივნისს იწურება. ვფიქრობ, ფეხბურთელები ამას დათანმხდებიან"

ფორმატის ცვლილება

"იგი აუცილებლად უნდა ავიცილოთ თავიდან. ჩვენ ხელშეკრულება მსოფლიოს გარშემო 100-ზე მეტ ტელევიზიასთან გვაქვს დადებული, რაც კონკრეტულ ფორმატს, გუნდებსა და მატჩების რაოდენობას გულისხმობს. ჩემპიონატის სტრუქტურის ცვლილება კი ასობით ხელშეკრულების ცვლილებას გამოიწვევს. ჩემი აზრით, ფორმატის ცვლილება ძალიან სარისკოა"

სატრანსფერო ფანჯარა

"ცხადია, რომ სატრანსფერო ფანჯრის ვადები ცვლილებას საჭიროებენ. ამასთან დაკავშირებით ველით ფიფას რეკომენდაციებს."


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.