საქველმოქმედო "ელ კლასიკო" - იკერ კასილიასის ბრწყინვალე იდეა

საქველმოქმედო "ელ კლასიკო" - იკერ კასილიასის ბრწყინვალე იდეა

იკერ კასილიასმა კორონავირუსული ეპიდემიის საბოლოოდ დასრულების შემდეგ საქველმოქმედო "ელ კლასიკოს" ჩატარების იდეა გააჟღერა.

ლა ლიგამ თავის ოფიციალურ "ტვიტერის" გვერდზე ჩავი ერნანდესის ვიდეო განათავსა, სადაც ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა:

"ჩავის თამაშის ყურება კმაყოფილების მომგვრელია. განსაკუთრებით კი მისგან 5 მეტრიანი დისტანციის დროს."

ინიესტას გარდა, "ბარსას" ყოფილმა რამდენიმე ფეხბურთელმაც ანალოგიური კომენტარი დატოვა, რამაც იკერ კასილიასს ხსენებული იდეის გასაჯაროებისკენ უბიძგა.

"სასაცილოა, მაგრამ მე თქვენს წინააღმდეგ მითამაშია ბიჭებო და რა თქმა უნდა თქვენთან ერთადაც," - ასე უპასუხა იკერმა კარლეს პუიოლის ტვიტერის პოსტს.

"როცა, ეს კოშმარი დასრულდება, ჩვენ ასეთი ლეგენდები უნდა მოვიწვიოთ ძველებური "ელ კლასიკოს" სათამაშოდ და იმ ხალხის ქველმოქმედებისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება."

ამგვარი მატჩი მართლაც დაუვიწყარი იქნება, ეს ყოველივე 2000 და 2010-იანი წლების ბევრ მოგონებას გაგვახსენებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 აპრილი 2020 00:08
    2
    იკერა ჯიგარია
    რედაქტორი [?]
    #3 6 აპრილი 2020 23:45
    5
    კარგი იქნება, კვლავ გვექნება ჩვენი ლეგენდების ხილვის საშუალება. ისევ 5:0-ს მოვიგებთ :)))
    პიკე81
    სტუმარი [?]
    #2 6 აპრილი 2020 23:43
    3
    ძააან მაგარი იქნებაააა
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #1 6 აპრილი 2020 23:37
    5
    ოპაა ესთუ გამოვიდა საუკუნის ამხანაგური იქნება...მოუ პეპი მწვრთნელებად 💪